გურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო
რამდენად პერსპექტიულია 5 პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შემდეგ საქმე განსახილველად სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს, ამ თემაზე ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
თემა აქტუალური მას შემდეგაც გახდა, რაც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უწოდა და აღნიშნა, რომ შემზღუდავი კანონმდებლობა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ოპოზიციაზე ზეწოლა პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის.
გურამ მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სარჩელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უდევს საფუძვლად და თუ საქმე სტრასბურგს გადაეცემა, ეს მათივე გადაწყვეტილებების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„სტრასბურგში საქმის წაღებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების გასაუქმებლად სარჩელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გვაქვს მტკიცებულებებად მოყვანილი. ნუთუ ევროპელი ლიდერები არ კითხულობენ სარჩელს? როგორც ჩანს, არა და პირდაპირ, ზეპირ განცხადებებს აკეთებენ, რასაც მე ფასიან და დაინტერესებულ განცხადებებს ვუწოდებ. სარჩელში სტრასბურგის გადაწყვეტილებები გვაქვს მითითებული, სადაც სასამართლო აღშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების ესა თუ ის შტო იყო დაკავშირებული ამა თუ იმ ადამიანის მკვლელობასთან. სტრასბურგში თუ უნდა წავიდეს ეს საქმე, მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო. აქედანვე ჩანს, რომ ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები არ კითხულობენ სარჩელს და შინაარსში არ შედიან - რა ევროპული ტიპის პარტიების აკრძალვაზეა საუბარი, როდესაც საქმეში პირდაპირ დევს დანაშაულების ჩადენის ფაქტები. გარდა ამისა, არსებობს იმის მტკიცებულებებიც, თუ როგორ მტრობდნენ საკუთარ ქვეყანას ვითომ ოპოზიციაში ყოფნის დროს და როგორ მოქმედებდნენ სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
იმაზე საუბრისას, თუ რამდენად უარყოფითად იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო კურსზე, როგორც ეს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ეს რადიკალების მენტალური პრობლემაა.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების მენტალური პრობლემაა ის, რომ ჰგონიათ - საქართველო დასრულება, თუ მათი პატრონები ქვეყანასთან პარტნიორობაზე უარს იტყვიან. მათი აზრით, საქართველოს ფესვები აქ კი არა, უცხოეთშია. ევროინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის პარტიები არ უნდა აკრძალონ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1793282130
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს პატრონობდა, მისთვის იმის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა
უტიფრობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სააკაშვილი, გვარამია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას დღევან...
1793280078
ახალი ამბებიბრალდებულმა დაზარალებული ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - 1 პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ...
1793280013
საზოგადოება1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5959 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5957 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1793278804
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური „ნიკა გვარამიების“ პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფონდი „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროე...
1793278155
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კორტნი ოსტრიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები...




























