"გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა - ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო"

" ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება. ძირითადად, ამ კვირაში საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს", - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცხადების პროცენტური მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს.
"სამწუხაროდ, მაინც გვაქვს დაგვიანების შემთხვევები - ამ დრომდე გვაქვს სულ 19 დაგვიანება.
ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, რომ საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
ასევე გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა.
ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი.
მინდა გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე.
ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში.
ცხადია, აღნიშნული შემთხვევა აღკვეთილია და ორივე დარეგისტრირებული.
ძირითადი საგამოცდო სესიები აბიტურიენტებისთვის დასრულდება 22 ივლისს, თუმცა ის აბიტურიენტები, რომელთაც მათემატიკა აქვთ არჩეული ერთ-ერთ სავალდებულო საგნად და შემდეგი კვირის განმავლობაში ჩააბარებენ უცხოურ ენას, უკვე ორშაბათს მორჩებიან გამოცდებს.
წელს დარეგისტრირებულია 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სხვა აპლიკანტებს - მასწავლებლობის მსურველებს, მასწავლებლებს, მაგისტრანტებს და ა.შ., ჯამში წელს 90 000 აპლიკანტი გვყავს", - განაცხადა გორგოძემ.
მან ასევე ისაუბრა იმ აბიტურიენტებზე, რომელთაც გამოცდის დღეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურათ.
"სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ აპლიკანტს დადასტურებული აქვს კოვიდი გამოცდის დღეს, მას მოვიწვევთ დამატებით სესიაზე.
შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დროისთვის ნამდვილად გვაქვს განცხადებები შემოსული.
რაც შეეხება მათ საგამოცდო განრიგს, ის ჯერ არ არის განსაზღვრული", - აღნიშნა სოფო გორგოძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1751783091
ახალი ამბებიბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ
ბრიტანეთში აცხადებენ, რომ სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი დამასკოს ეწვია და სირიელ ხალხს 94.5 მილიონი ფუნტის დახმარებას დაჰპირდა. ეს სირიაშ...
1751781759
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
6 ივლისს ქუთაისში დღისით +27 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ. ოზურგეთში უნალექო ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. არც ბათუმში იწვიმებს. დღისით...
1751745680
მსოფლიოისრაელელი მძევლების ოჯახის წევრებმა ანსტისამთავრობო აქცია გამართეს
ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრებმა ანსტისამთავრობო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების სახლში დაბრუნება მოსთხოვეს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც „ჰამასმა“ განაცხადა, რომ დადებ...
1751742625
სპორტიკონსტანტინე პეტრიაშვილი და დავით ჭეჭელაშვილი 20-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ორივე მათგანმა საკუთარი მეტოქე 10...
1751742559
სპორტისაქართველო-ირლანდია - მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 5:34 დასრულდა
საქართველო-ირლანდია - მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 5:34 დასრულდა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა.