ილჰამ ალიევი საქართველოს ეწვია

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.

ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775454162

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

6 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +14 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ოზურგეთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +15 გრ...

ამინდი

1775452484

ახალი ამბები

საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს დღეს სახელმწიფო ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრე...

 ილჰამ ალიევი

1775451875

ახალი ამბები

დღეს ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება. პროცესში ჩართვა ამჯერადაც ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზეა შესაძლებელი და ის 11 მაისამდე გაგრძელდება. ცვლილების თანა...

დსფს

1775422512

ახალი ამბები

დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო

დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო. ვნების შვიდეული იესო ქრისტეს ჯვარზე ვნების ნიშნად აღინიშნება. კვირის განმავლობაში მორწმუნეები შეძლებისამებრ მკაცრად მარხულობენ. ტაძრებში განსაკუთრებული მსახურება სრულდე...

 ვნების შვიდეული

1775422259

ახალი ამბები

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა ქალაქსა და ბათუმის ბულვარში არსებული უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის შემდეგ სივრცეების განვითარებისა და გაუმჯობესების...

გიორგი ცინცაძე