ცესკო საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს.

პირველი შეხვედრა ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა გახსნეს.

ცესკოს თავმჯდომარე შეხვედრის მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე ესაუბრა. დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებაც თუ განვითარების რა გზა გაიარა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე საარჩევნო პროცესში და იმ პროექტებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებისთვის ახორციელებს. ისაუბრა დეზინფორმაციაზე როგორც საარჩევნო პროცესის გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე.

უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ როგორ აისახება საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაცია და რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლამდე სწორი ინფორმაციის მისატანად, ახალგაზრდებს ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ისაკაძემ კი მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობისა და არჩევნების ორგანიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში 3 აპრილს გამართულ შეხვედრას 70-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775458667

ახალი ამბები

პოლიციამ ბათუმში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2010 წელს დაბადებული თ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გა...

დააკავა

1775456657

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი საქართველოს ეწვია

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა....

ილჰამ ალიევი საქართველოს ეწვია

1775456585

მსოფლიო

BBC: ირანის წინააღმდეგ ტრამპის მორიგი მუქარის შემდეგ, ნავთობის ფასმა 110 დოლარს მიაღწია

ირანის წინააღმდეგ ტრამპის მორიგი მუქარის შემდეგ, ნავთობის ფასმა 110 დოლარს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ BBC-ი იტყობინება. როგორც მედიასაშუალება წერს, თავდაპირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1,6%-ით...

ნავთობი

1775454162

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

6 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +14 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ოზურგეთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +15 გრ...

ამინდი

1775452484

ახალი ამბები

საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს დღეს სახელმწიფო ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრე...

 ილჰამ ალიევი