„იმდენი ქართული სისხლი დაღვარა სააკაშვილმა, ის არ არის სიცოცხლის ღირსი“ - მოკლული ბუტა რობაქიძის მამა
„იმდენი ქართული სისხლი დაღვარა სააკაშვილმა, ის არ არის სიცოცხლის ღირსი, ღმერთი ალბათ გადაუხდის სამაგიეროს, მე არ ვამბობ, რომ ვიღაცამ უნდა მოკლას“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, „მედიაჰოლდინგ კვირაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მას მიაჩნია, რომ სააკაშვილი ციხეში კი არა მთელი ცხოვრება საგიჟეთში უნდა იყოს.
„მიშას დედას რა უფლება აქვს როდესაც საუბრობს, კობა დავითაშვილს მშობლები არ ჰყავდა? არ იყო შვილი როცა კლავდნენ? ცინდელიანს დედ-მამა არ ჰყავდა საფლავიც რომ არ არსებობს მისი? ალასანიას უკლავენ შვილს თვალწინ? ჩვენ არ მოგვიკლეს? იმდენი ქართული სისხლი დაღვარა სააკაშვილმა, რომ ის არ არის სიცოცხლის ღირსი, ღმერთი, ალბათ, გადაუხდის სამაგიეროს, მე არ ვამბობ, რომ ვიღაცამ უნდა მოკლას“, - აცხადებს სოსო რობაქიძე.
ბუტა რობაქიძის მამას ციხეში შესვლა და სააკაშვილის ნახვა სურს.
„ის რომ ადამიანი ციხეში არ უნდა მოკვდეს და იქ არავინ უნდა მოკლას, ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რომ გველაპარაკება თითქოს იგივეს თავად არ აკეთებდნენ. მინდა მოვუწოდო ყველას, გამოდით, ჩამოვიდეს ცინდელიანის დედა, ჩამოდით მშობლები და ვაჩვენოთ რამდენი ვართ, იმაზე 10-ჯერ მეტი ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე მიდის ხალხი. ვინც ცოცხლები ვართ დარჩენილი, ვინც არის ციხეში გაუბედურებული შვილების მშობლები გამოვიდეთ და დედამისმა გაგვცეს პასუხი, თუნდაც ტელევიზიით. მე მინდა ახლა მიშასთან შესვლა, როგორც ერთი დაზარალებული შემახვედრეთ, მე უნდა ვნახო სააკაშვილი და სიმართლეს გამოვიტან შიმშილობს თუ არა. რისი მოშიმშილეა ეგ მეორე, მესამე პირი რომ ჰქონდეს ყველგან ჩაიყრის საჭმელს“, - განაცხადა რობაქიძემ.
19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წელს მოკლეს.
ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 18 დეკემბერს დამნაშავედ ცნო.
დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი 2018 წელს გაიხსნა.
მსგავსი თემები:
🔵„სალუტ, ბატონო პრეზიდენტო!“ - ემიგრაციაში მყოფი ქართველი ექიმი
🔵“მიშა სააკას ჯანმრთელობაზე რომ ფიქრობთ, პატრიარქის ჯანმრთელობას გაუფრხილდით” - ანთიმოზ ივერილი
1776427494
მსოფლიოპეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს
უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს. როგორც მან აღნიშნა,...
1776426099
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების...
1776425193
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან. ინფორმაცი...
1776425159
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტ...
1776424771
საზოგადოებაძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში...


























