„იმერეთიდან გუშინ უცხოეთში სამუშაოდ 7 ქალი წავიდა, ჩვენი ფაბრიკიდან კი ბოლო 1 წლის განმავლობაში 35-მდე ქალი“

ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერის“ კომერციული დირექტორი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ კომპანიაში კვლავ კადრების დეფიციტია. ამის მიზეზად კომპანიის წარმომადგენელი ადამიანების უცხოეთში სამუშაოდ წასვლას ასახელებს.

ზაზა გვენეტაძის განმარტებით, იმ საერთაშორისო ბრენდებს, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს, შეკვეთების მოცულობების გაზრდის სურვილი აქვთ, თუმცა არასაკმარისი კადრების გამო „იმერი“ დამატებითი შეკვეთების მიღებას ვერ ახერხებს.

„იმერის“ კომერციული დირექტორის თქმით, ამ დროისთვის 100 ადამიანის დასაქმება შეუძლიათ.

„კადრების დეფიციტი გვაქვს. ახლა 100 ადამიანის დასაქმება შეგვიძლია, ამის ყველა პირობა გვაქვს, მათ შორის გადამზადებასაც ვთავაზობთ. კონტრაქტებს აღარ ვღებულობთ, ყოველ 6 თვეში, როდესაც ბრენდებთან შეთანხმებებს ვდებთ, გვეუბნებიან, რომ რაოდენობის გაზრდა სურთ. ეს ხვალიდანვე შემიძლია, მაგრამ საკმარისი პერსონალი არ მყავს. ახლა, მაგალითად, გერმანულ ბრენდ „ლებეკს“ 8000 პალტოს რომ ვუკერავთ, რაოდენობის 10 000-მდე გაზრდას გვთხოვენ, მაგრამ ვერ ვზრდით.

საქართველოს ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს. იმერეთიდან გუშინ უცხოეთში სამუშაოდ 7 ქალი წავიდა, ჩვენი ფაბრიკიდან კი ბოლო 1 წლის განმავლობაში უცხოეთში 35-მდე ქალი. ჩვენთან ხელფასი შემოსავლის 80%-ია, ეს დიდი რიცხვია... მომატების საშუალება არ გვაქვს“, - ამბობს ზაზა გვენეტაძე.

ცნობისთვის: „იმერი“ ამ დროისთვის 330 ადამიანს ასაქმებს.

წყარო: bm.ge

 

ასევე საინტერესოა:

🔵 „მეორდება ეს გაუსაძლისი ტკივილი… ოღონდ ახლა, პატრიარქს არ აქვს ის შემართება, ვერ შევაწუხებ…“ - რას წერს პეტრე კოლხი

🔵 შარტავას ქუჩაზე დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს დღეს მეათე ოპერაცია ჩაუტარდა

🔵 კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს ეძებენ - 14 წლის გოგონა 2 დღის წინ გაუჩინარდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790578103

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!

პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. „თქ...

რატი იონათამიშვილი

1790576941

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ, ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებ...

ლევან მაჭავარიანი

1790575879

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1790574014

საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების შეხვედრის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩის გამო, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 28 სექტემბერს, 09:00 საა...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1790573913

საზოგადოება

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან. თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწ...

 კახა კალაძე