„მეორდება ეს გაუსაძლისი ტკივილი… ოღონდ ახლა, პატრიარქს არ აქვს ის შემართება, ვერ შევაწუხებ…“ - რას წერს პეტრე კოლხი
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
„ეს ამბავი ისტორიად მინდა დარჩეს. წლების წინ, ზუსტად არ მახსოვს, როდის, ძალიან ცუდად ვიყავი, ეგზისტენციალიზმის ნიშნები ისე მიტევდა, გამოსავალს ვერ ვპოულობდი…არც ლოცვას ჰქონდა ძალა, არც არაფერს ამ სამყაროში…ეს დაშტამპული ფრაზები, ღმერთს მიენდე და ყველაფერი კარგად იქნება, არ იყო გამოსავალი…
ადამიანური მხარში დგომა, ნუგეში და ერთი ისეთი სიტყვა მჭირდებოდა, ფეხზე რომ დამაყენებდა… ერთი ორს ვესაუბრე, გაბღენძილი, ცარიელი პასუხი მივიღე, ხელზე რომ სკვნილს ატრიალებენ და თვალეს რომ ზედ აყოლებენ, რწმენის სიმცირის ბრალია და მაგას მიხედეო… მოკლედ, ,,დამარიგეს”, დამადანაშაულეს და რა უნდა გექნა, როცა ,,შენი ბრალია” ყველაფერი…ვატყობდი, რომ უფსკრულს ვუახლოვდებოდი, ერთი სულის შებერვა და ჰოპლა, ქვის წერტილი…მეუფე ეფრემს ისევ მივმართე (მას ყველაფერი ემახსოვრება), დიდად არ მიყვარდა პატრიარქის შეწუხება, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, რომ მაშინ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა.დამთანხმდა მეუფე ეფრემი, შეხვედრა ჩაინიშნა, მივედით…დიდ დარბაზში, სავარძელში გველოდა პატრიარქი…
დავემხე, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, რომ ეკითხა, რა გჭირსო, მართლა ვერ ვუპასუხებდი, რა მჭირდა… ჰო, გარედან მართლა არაფერი მჭირდა… ყველაზე დიდი გაჭირვება ის არის, სახელს რომ ვერ არქმევ, გამოსავალს რომ ვერ პოულობ და მაინც რომ ეძებ, ვინ იცის, იქნებ მიაგნო… ჰოდა, ამ იქნების გამო მომინდა მასთან შეხვედრა…მას ჩემთვის არაფერი უკითხავს, გახედა მეუფე ეფრემს და უთხრა, მამა პეტრე ძალიან ცუდად არის, მას ახლა მხარში დგომა, დახმარება სჭირდება… თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ვეღარ გაუძლოს…
სასწრაფოდ მივხედოთ, იქნებ წასასვლელი ფულიც არ აქვს, მე დავეხმარები და სადმე დაისვენოს, წიგნებიც არ იკითხოს ეს პერიოდი, არც წეროს, მარტო დაისვენოს და ერთ თვეში დაბრუნდესო…შემრცხვა, ამის მერე მითუმეტეს მე რაღას ვიტყოდი, ხან მეუფეს შევხედავდი, ხან პატრიარქს, ხან ორივეს ერთად და ამ ჩემი უსახელო ტანჯვის მიუხედავად იმედი გამიჩნდა…ჩემთვის რომ ეკითხათ, წასვლაც აღარ იყო საჭირო, მან სწორი დასკვნებით უკვე შეძლო ჩემი დახმარება…წავედი, დავისვენე, მას მერე წლები გავიდა, ეს ამბავი სამარის კარამდე გამყვება…მერეც იყო დაბნეულობა, გულისტკივილი, ბევრი იმედგაცრუება, ვუძლებდი…
ახლაც იგივეს განვიცდი, ახლაც მეორდება ეს გაუსაძლისი ტკივილი… ოღონდ ახლა, პატრიარქს არ აქვს ის შემართება, ვერ შევაწუხებ… სხვებს კი არ, აღარ სცალიათ… უფრო ,,მნიშვნელოვანი” საქმეები აქვთ მოსაგვარებელი…თვითგადარჩენა კი ყველაზე მთავარია!..“, - წერს პეტრე კვარაცხელია.
ასევე საინტერესოა:
🔵 კაცი, რომელიც გონიოში მდინარემ გაიტაცა, გარდაცვლილი იპოვეს
🔵 "გუშინდელი აქციის უკან ბიძინა ივანიშვილი ყოფილა" - გამზარდია
1790578103
საზოგადოებარატი იონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!
პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. „თქ...
1790576941
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ, ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებ...
1790575879
საზოგადოებასაქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართ...
1790574014
საზოგადოებასაქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების შეხვედრის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩის გამო, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 28 სექტემბერს, 09:00 საა...
1790573913
საზოგადოებათბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან. თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწ...


























