საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ
2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2026 წლის 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე.
დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.
სახალხო დამცველის რწმუნებულები, ასევე იმ პატიმრებს გაესაუბრნენ, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს.
სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1791183471
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1 203 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით,...
1791182749
ახალი ამბებიპოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით...
1791181661
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძი...
1791180356
საზოგადოებასოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება
გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია...
1791177603
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, ბელფასტში გამართავს. „პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. მჯერა, რომ თუ ხვალ საკუ...




























