იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული კ.მ. სამართალდამცველებმა ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ღამით, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით დაჭრა სამი პირი: 1970 წელს დაბადებული შ.ყ., 1979 წელს დაბადებული ი.რ. და 1983 წელს დაბადებული ი.გ. აღნიშნული დანაშაულის შემდგომ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი შ.ყ. გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.მ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - წერია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764575349

საზოგადოება

ორგანიზებული დანაშაულის დონის სიმცირით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, ევროკავშირის წევრებსა და კანდიდატებს შორის კი მეხუთე ადგილზეა

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივა( GI-TOC) ორგანიზებული დანაშაულის 2025 წლის ინდექსს აქვეყნებს. ორგანიზებული დანაშაულის დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა, ე...

ორგანიზებული დანაშაული

1764575297

საზოგადოება

პრემიერი: მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა, წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია - სავალუტო რეზერვებმა 5 808 000 დოლარი შეადგინა

მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა, წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...

ირაკლი კობახიძე

1764573390

მსოფლიო

გენერალი მაიკლ ფლინი: „ლუზერი“ მთავარსარდალი ზელენსკი თავის კორუმპირებულ გარემოცვასთან ერთად უნდა დააპატიმრონ

„ლუზერი“ მთავარსარდალი ზელენსკი თავის კორუმპირებულ გარემოცვასთან ერთად უნდა დააპატიმრონ, - წერს სოციალურ ქსელ „X“-ში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, გენერალი მაიკლ...

მაიკლ ფლინი

1764572236

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: ზაფხულის დასაწყისში მონაკოში ვიყავი. ყოველი მეორე ავტომობილი იტალიური სუპერმანქანა იყო და ყველას უკრაინული ნომრები ჰქონდა. ისინი ამ ფულს იპარავენ და ეს მხოლოდ ერთი დიდი კორუფციული სკანდალია

„ამ ზაფხულის დასაწყისში მონაკოში ვიყავი, რომელიც, საკმაოდ მდიდარი ადგილია. იქ ორი დღით ვიყავი და ყოველი მეორე ავტომობილი იტალიური სუპერმანქანა იყო. 2000-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში ვიყავი და გეუბ...

დონალდ ტრამპი უმცროსი

1764570355

საზოგადოება

პაპუაშვილი: ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდა, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი ომია

ზუსტად მათ, ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდნენ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი რ...

შალვა პაპუაშვილი