პაპუაშვილი: ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდა, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი ომია
ზუსტად მათ, ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდნენ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი რომ ომია, ეს ჩვენივე ახლო წარსულმა ბევრჯერ დაგვანახა, - წერს საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, გაიაზროს, რა მოხდებოდა, უკრაინის ომის დაწყებისას ხელისუფლებაში გარე ძალების ინტერესების შემსრულებლები რომ ყოფილიყვნენ.
„კარგია, რომ უკრაინაში დასასრულისკენ მიმავალი ომის ფონზე, კიდევ ერთხელ წამოიწია საკითხმა, თუ რას მოითხოვდნენ ჩვენგან ომის დაწყების პირველივე დღეებიდან.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, გაიაზროს, რა მოხდებოდა, უკრაინის ომის დაწყებისას, სახელისუფლებო კაბინეტებში არა ეროვნული ხელისუფლება, არამედ უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი. ასე რომ მომხდარიყო, ჩვენი დღევანდელი საფიქრალი ინვესტიციების სწორი დაბანდება და განათლების რეფორმა კი არა, დაღუპულების დატირება და ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა.
ის, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის (და ზოგადად დასავლეთის) სწორი ლიდერობის პირობებში უკრაინის ომი არ იქნებოდა, ამას თავად აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს. ისევე, როგორც აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინის ომი პროქსი, ანუ მარიონეტული ომია.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, როგორც ჩანს, ეს ომი დასასრულს მიუახლოვდა. რამდენად მძიმე პირობების მიღება-არმიღებაზე უწევს უკრაინას ფიქრი, ამას ყველა ვხედავთ.
ამის ფონზე, კიდევ უფრო ცხადია, თუ რამდენად მრუდეა ის ქართველი, რომელიც დღესაც მათ თვალებს, განცხადებებს და რეზოლუციებს შესციცინებს, ვინც გუშინ სხვის ომში მიმავალი მეწინავე რაზმის დროშას აჩეჩებდა ხელში.
ის, რასაც 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს აშშ-ის მაშინდელი ელჩი ჩემთან შეხვედრისას კატეგორიული ტონით მოითხოვდა, ბევრჯერ მაქვს აღწერილი და ამიტომ, ქვემოთ, კიდევ ერთხელ ვურთავ ჩემს ვრცელ პოსტს.
ის, რომ აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, ჯეიმს ო"ბრაიენისთვის მაქვს პირადად ნათქვამი, როდესაც ის შარშან საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა. რაიმე დამაჯერებელი ახსნა, თუ რა პირით უნდა მოითხოვო საქართველოსგან, უსაფრთხოების გარანტიების მიცემის გარეშე, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკზე წასვლა, ვერც იმ შეხვედრაზე და ვერც სხვა დროს ვერ მოვისმინე. იგივე ეხება ნატოს ქოლგის ქვეშ დიდ გულზე მყოფ ბევრ ევროპელ პოლიტიკოსსაც.
ფაქტი ერთია, ზუსტად მათ, ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდნენ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი რომ ომია, ეს ჩვენივე ახლო წარსულმა ბევრჯერ დაგვანახა. ის უცხოელები კი, ვინც რუსეთთან ესკალაციას მოითხოვდნენ და ესკალაციის ბოლოს ომს არ იმჩნევდნენ, ან თავად იყვნენ გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვეგონეთ მიამიტები.
მიამიტები, რომლებიც მათ გულუბრყვილობას დავიჯერებდით“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1764564478
საზოგადოებაადვოკატი: ალექსანდრე ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს, დანაშაული მას არ აქვს ჩადენილი, ეს იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა
„რა თქმა უნდა ალექსანდრე ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს, ის აღიარებს ქმედებას და არა ბრალს და დანაშაულს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა. გიორგი რეხვიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმა...
1764535126
მსოფლიოDaily Mail: შოტლანდიაში უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა უსახლკაროდ დარჩნენ
„შოტლანდიაში უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა უსახლკაროდ დარჩნენ“, - ინფორმაციასDaily Mail ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იმ ოჯახებს, რომლებსაც უკრაინის მოქალაქეები ჰყავთ შეფარებული, მთავრობა ყოველთვიურ დ...
1764532891
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვისაც დაგაჯერეს, რომ თუ ევროპარლამენტარმა თეთრზე შავი თქვა ე.ი ეგრეა, რომ ქართული კანონი რუსულია, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია… - გირჩევთ, რომ უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც კონკრეტული მესიჯები დააჯერეს, კრიტიკული აზროვნების დაწყებას ურჩევს. „ვისაც, დაგაჯერეს, რომ თუ ე...
1764532327
ახალი ამბებინინო წილოსანი ოპონენტებზე: მათი ირონია იმაზე მიგვანიშნებს, რომ ე.წ პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ და სხვადასხვა აქტივისტები ემხრობიან, რომ თუნდაც, ევროპის იდეისთვის დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოში
„ეს ირონია იმაზე მიგვანიშნებს, რომ ე.წ პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ და სხვადასხვა აქტივისტები ემხრობიან, რომ თუნდაც ევროპის იდეისთვის დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოში“, - განაცხადა გადაც...
1764530973
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მის კოლეგასთან ლევან მახაშვილთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩ...




























