პრემიერი: არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს, იოლია სიძულვილის დათესვა, ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიც არის დღეს ლიბერალური ფაშიზმი
არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს, ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა, იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, ამ რეფორმას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისითაც.
„დღეს ჩვენ ვამტკიცებთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას. ამ რეფორმის მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო განათლება. ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა. ყველაზე საშიში ქვეყნისთვის არის ის საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად ან უხარისხოდ განათლებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განათლების რეფორმას უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს, ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა. იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი, და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი.
ამდენად, ამ რეფორმას ყველა თვალსაზრისით ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისითაც. ის, რომ განათლებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოება, კარგად ესმოდათ იმ ძალებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაასუსტეს განათლების სისტემა 9 წლის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანაში განათლებულ საზოგადოებას ყველაზე უკეთ შეუძლია დაიცვას საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს იცოდნენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა და აქედან გამომდინარე, 2004-2012 წლებში მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების სისტემის დასუსტებას და მორღვევას. რაც გაფუჭდა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2004-2012 წლებში, ის უნდა გამოსწორდეს ახლა და სწორედ ეს არის უმაღლესი განათლების კონცეფციის საკვანძო მიზანი.
კონცეფცია მოიცავს რეფორმის ყველა აუცილებელ მიმართულებას. ეს არის ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების განვითარება, სწავლებისა და კვლევების ინტეგრაცია, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეიდან დაიწყებს კონცეფციის მომზადებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება თბილისსა და რუსთავს შორის და ასევე ქუთაისში. ეს მოიცავს თანამედროვე სტანდარტების სამუშაო სივრცეებს, აუდიტორიებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურას, საერთო საცხოვრებლებს. ჩვენ უნდა შევქმნათ ორი პატარა სამოთხე ჩვენი მომავალი სტუდენტებისთვის.
ხვალ განათლების მინისტრი წარადგენს ზოგადი განათლების კონცეფციას. განათლების რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური თავისი შინაარსით და ამ რეფორმასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც განხორციელდება ზოგადი განათლების სფეროში და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას განათლების მინისტრი ხვალ გაუზიარებს საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.
1764572236
მსოფლიოდონალდ ტრამპი უმცროსი: ზაფხულის დასაწყისში მონაკოში ვიყავი. ყოველი მეორე ავტომობილი იტალიური სუპერმანქანა იყო და ყველას უკრაინული ნომრები ჰქონდა. ისინი ამ ფულს იპარავენ და ეს მხოლოდ ერთი დიდი კორუფციული სკანდალია
„ამ ზაფხულის დასაწყისში მონაკოში ვიყავი, რომელიც, საკმაოდ მდიდარი ადგილია. იქ ორი დღით ვიყავი და ყოველი მეორე ავტომობილი იტალიური სუპერმანქანა იყო. 2000-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში ვიყავი და გეუბ...
1764570355
საზოგადოებაპაპუაშვილი: ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდა, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი ომია
ზუსტად მათ, ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდნენ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი რ...
1764570282
საზოგადოებაპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი თ.ქ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით...
1764570200
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულშ...
1764570106
ახალი ამბებიბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბნის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბანზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის...



























