ორგანიზებული დანაშაულის დონის სიმცირით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, ევროკავშირის წევრებსა და კანდიდატებს შორის კი მეხუთე ადგილზეა

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივა( GI-TOC) ორგანიზებული დანაშაულის 2025 წლის ინდექსს აქვეყნებს. ორგანიზებული დანაშაულის დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა, ხოლო, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა ესტონეთთან ერთად თანაბარი შეფასებით.

ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლებით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, OCED-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 35 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იაპონია, გერმანია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, ისრაელი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა.

ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლებით, ანუ დანაშაულის დონის სიმცირით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებიდან საუკეთესო შეფასება მიიღო ექვსმა ქვეყანამ: ლუქსემბურგმა, ისლანდიამ, ფინეთმა, ნორვეგიამ, საქართველომ და ესტონეთმა.

გლობალური ორგანიზებული დანაშაულის ინდექსი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივის (GI-TOC) ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანური პროექტია. ეს არის მრავალგანზომილებიანი ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს დანაშაულის დონეს და ორგანიზებული დანაშაულის მიმართ მდგრადობას 193 ქვეყანაში სამი ძირითადი სვეტის მიხედვით - კრიმინალური ბაზრები, კრიმინალური აქტორები და მდგრადობა. ორწლიანი პერიოდის განმავლობაში შემუშავებული ინდექსის ეს მესამე იტერაცია მოიცავს 2024 წელს და ეყრდნობა როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ წყაროებს. ინსტრუმენტი ეფუძნება GI-TOC-ის რეგიონული ობსერვატორიების 350-ზე მეტ ექსპერტულ შეფასებას.

ინდექსის მიზანია, მეტრიკებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს პოლიტიკის შემქმნელებს და კონტინენტურ და რეგიონულ ორგანოებს, პრიორიტეტულად განსაზღვრონ თავიანთი ჩარევები შეფასების საფუძველზე. ამასთანავე, აღიჭურვონ იმ საშუალებებით, რომლებიც მისცემს საშუალებას, გაზომონ რეაგირების ეფექტურობა ორგანიზებული დანაშაულის ზემოქმედების შესამცირებლად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764572236

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: ზაფხულის დასაწყისში მონაკოში ვიყავი. ყოველი მეორე ავტომობილი იტალიური სუპერმანქანა იყო და ყველას უკრაინული ნომრები ჰქონდა. ისინი ამ ფულს იპარავენ და ეს მხოლოდ ერთი დიდი კორუფციული სკანდალია

„ამ ზაფხულის დასაწყისში მონაკოში ვიყავი, რომელიც, საკმაოდ მდიდარი ადგილია. იქ ორი დღით ვიყავი და ყოველი მეორე ავტომობილი იტალიური სუპერმანქანა იყო. 2000-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში ვიყავი და გეუბ...

დონალდ ტრამპი უმცროსი

1764570355

საზოგადოება

პაპუაშვილი: ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდა, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი ომია

ზუსტად მათ, ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდნენ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი რ...

შალვა პაპუაშვილი

1764570282

საზოგადოება

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი თ.ქ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით...

აა

1764570200

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულშ...

არკოდანაშაულის ბრალდებით

1764570106

ახალი ამბები

ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბნის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბანზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის...

ხე-ტყის უკანონო მოპოვებ