"ინფორმაცია, თითქოს კორპუსს არ გააჩნია საკანალიზაციო ქსელი სიცრუეა" - ხობის მერია განცხადებას ავრცელებს
ხობის მერია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
"ინფორმაცია თითქოს მერიის მიერ ჩაბარებულ კორპუსს არ გააჩნია საკანალიზაციო ქსელი სიცრუეა
გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ოდიშისა და შემდგომ, სხვა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, ქ. ხობში ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით, თითქოს კორპუსს არ გააჩნია საკანალიზაციო ქსელი და ობიექტი მერიამ ამ სახით ჩაიბარა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ობიექტის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებარვის გაცემა და მესაკუთრის მხრიდან მშენებლობის პროცესი წარიმართა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2019 წლის ივლისში, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მასთან სრული შესაბამისობით.
ობიექტს გააჩნია გამართული საკანალიზაციო ქსელი და ასევე ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია შესაბამისი ნაგებობისთვის.
ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინების გაყიდვისა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის საკითხი დაკავშირებულია უშუალოდ მესაკუთრესთან.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს გავრცელებული ინფორმაციის ავტორებს და ასევე დაინტერესებულ პირებს, ნუ გაავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას და სურვილის შემთხვევაში წინასწარ გამოითხოვონ ინფორმაცია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან.
მერია სრულ მზადყოფნას გამოხატავს, გასცეს კანონით დაშვებული ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია",- აღნიშნულია განცხადებაში.

1793278155
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კორტნი ოსტრიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები...
1793274086
საზოგადოებაგიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: დავინახე გარკვეულწილად მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ფაქტობრივად ემუქრებიან სასამართლოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა კოალიცია „ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია განცხადებაზე, რომელიც გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოშ...
1793273253
საზოგადოებალადო სადღობელაშვილი: გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ირონიულია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აკრიტიკებს ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობი...
1793271820
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარება, მეცნიერება ქვეყნის განვითარების ნაწილია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა
„სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი სამეცნიერო შესაძლებლობა არ აქვს, საბოლოოდ სხვაგან შექმნილ ცოდნაზე ხდება დამოკიდებული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მეცნიერებათა...
1793269330
საზოგადოებამუსტაფა თურქერ არი: 103 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი თურქეთის რესპუბლიკას, დღეს კი საქართველო და თურქეთი მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ...


























