ირაკლი ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ გიორგი უშიკიშვილს პოპულიზმსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.

ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს, რომ კახეთში, თავის სასტუმროში, რუსებს ქორწილის თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაზე უარს ეუბნება, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, იქვე ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძის სოფელია, რუსებს ღონისძიება მოუწყოს.

ჭეიშვილი უშიკიშვილს 2012 წელს რუსეთში გამართულ ღონისძიებას ახსენებს და მიმართავს, რომ სინამდვილეში არაფერი სტკივა და უბრალოდ პოპულისტია.

„2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! 2008 წლის ომი არ იყო მომხდარი?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! ახლა რომ იაფფასიან პერფორმანსებს დგამ. სინამდვილეში არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ“, - წერს ირაკლი ჭეიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786778581

ახალი ამბები

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობი...

 სუს-ი

1786777785

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო...

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

1786777370

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5არასრულწლო...

დაკავება

1786774186

ახალი ამბები

15 აგვისტოდან - 4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა წესდება

დღეიდან, 15 აგვისტოდან  4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა წესდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების...

გზა გზა გზა

1786740498

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როდესაც ირანს დავამარცხებთ, ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს „ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიად“ გამოაცხადებს. „მას შემდეგ, რაც ირანს დავამარცხებთ - ის კი ძალი...

დონალდ ტრამპი