ნინო წილოსანი: სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო - ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი

როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო, გარე დავალების შესაბამისად, მომენტალურად შეცვალეს ნარატივი და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო დასახელდა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო და სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც ჰქონდა შექმნილი, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აპიარებდნენ.

წილოსანი მიიჩნევს, რომ სტორიული მოვლენების შეფასება უნდა ემყარებოდეს ფაქტებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს, შესაბამისად, მისთვის დაუშვებელია აგვისტოს ომის ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება.

,,ვფიქრობ, აუცილებელია აგვისტოს ომის თემას და ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ სპეკულაციებს კვლავ მივუბრუნდეთ, რადგან როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, რადიკალური აგენტურა ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის აქტიურად იყენებს.

ნურავინ იფიქრებს, რომ სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მიდგომა შეცვალა. რეალურად, როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო, გარე დავალების შესაბამისად, მომენტალურად შეცვალეს ნარატივი და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო დასახელდა.

ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას კარგად ახსოვს აგენტურის ის სამარცხვინო კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ის ე.წ. ნჯო-ები, რომლებიც, რეალურად, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მთავარ წყაროს წარმოადგენენ და იმავე გარე პატრონების აგენტურას წარმოადგენენ. მანამ, სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, ისინიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, მაგალითად, გიორგი ბურჯანაძე და საბა ბრაჭველი აპიარებდნენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულზე ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს დისკუსია, როდესაც აშკარად იკვეთება გარე ძალების ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, მათი აგენტურა კი გაშიფრულია, დღეს, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მოვლენების შეფასება ემყარებოდეს ფაქტებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს. აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიაა და მისი გამოყენება ვიწროპარტიული მიზნებისთვის დაუშვებელია“, - წერს ნინო წილოსანი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786777785

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო...

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

1786777370

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5არასრულწლო...

დაკავება

1786774186

ახალი ამბები

15 აგვისტოდან - 4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა წესდება

დღეიდან, 15 აგვისტოდან  4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა წესდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების...

გზა გზა გზა

1786740498

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როდესაც ირანს დავამარცხებთ, ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს „ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიად“ გამოაცხადებს. „მას შემდეგ, რაც ირანს დავამარცხებთ - ის კი ძალი...

დონალდ ტრამპი

1786740010

მსოფლიო

გერმანიაში ტყის ხანძარმა 200 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა - ევაკუირებულია 2 000 ადამიანი

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში ტყის ხანძარმა 200 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ამის შესახებ Tagesschau წერს. ხანძარი ჰიურტგენვალდის ტყეში გაჩნდა. ხელისუფლების შეფასებით, ხანძარმა შესაძლოა,...

გერმანიაში ტყის ხანძარმა