სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოთხ მოქალაქესთან ერთად წარმოადგენდა თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 14 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა.
„დაზარალებულს გასული ჰქონდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, რაც ცნობილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისთვის. შესაბამისად, მოგვიანებით, დაკავებულ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკის იმავე მოქალაქეს დაუკავშირდნენ და 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნაში შეუწყვეს ხელი – კერძოდ, აღნიშნული პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით, საზღვრის რეალური კვეთის გარეშე, ,,პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმაში“, განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები.
რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს – გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში დროებით მყოფ თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეს გასდიოდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა; საქართველოს მოქალაქე კი, 4000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა მას საზღვარზე გაყვანას და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელდებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. ბრალდებულმა ვერ შეასრულა დანაპირები, თუმცა მაინც მოითხოვა და მიიღო თანხის ნაწილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, 19.180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - აღნიშნა მან.
1786740498
მსოფლიოდონალდ ტრამპი: როდესაც ირანს დავამარცხებთ, ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს „ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიად“ გამოაცხადებს. „მას შემდეგ, რაც ირანს დავამარცხებთ - ის კი ძალი...
1786740010
მსოფლიოგერმანიაში ტყის ხანძარმა 200 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა - ევაკუირებულია 2 000 ადამიანი
გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში ტყის ხანძარმა 200 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ამის შესახებ Tagesschau წერს. ხანძარი ჰიურტგენვალდის ტყეში გაჩნდა. ხელისუფლების შეფასებით, ხანძარმა შესაძლოა,...
1786738222
ახალი ამბებითბილისის მერია: ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, მეტროსადგურები „რუსთაველი“, „ვაჟა-ფშაველა“, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი და მოხდა მიმდებარე მოსახლეობის ევაკუაცია, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები
დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქ...
1786735493
საზოგადოება15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი
14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, – ამის შესახე...
1786733885
მსოფლიოაშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი აცხადებს, რომ კანადამ ამერიკულ საქონელზე საპასუხო სავაჭრო ზომები უნდა გააუქმოს, რათა ახალი ტარიფები თავიდან აიცილოს
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა განაცხადა, რომ კანადამ უნდა გააუქმოს საპასუხო სავაჭრო ზომები ამერიკულ საქონელზე, რათა თავიდან აიცილოს თეთრი სახლის მიერ ახალი ტარიფების დაწესება, რომელიც...






























