სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5
არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მოტოციკლს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786740010

მსოფლიო

გერმანიაში ტყის ხანძარმა 200 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა - ევაკუირებულია 2 000 ადამიანი

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში ტყის ხანძარმა 200 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ამის შესახებ Tagesschau წერს. ხანძარი ჰიურტგენვალდის ტყეში გაჩნდა. ხელისუფლების შეფასებით, ხანძარმა შესაძლოა,...

გერმანიაში ტყის ხანძარმა

1786738222

ახალი ამბები

თბილისის მერია: ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, მეტროსადგურები „რუსთაველი“, „ვაჟა-ფშაველა“, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი და მოხდა მიმდებარე მოსახლეობის ევაკუაცია, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები

დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქ...

თბილისის მერია

1786735493

საზოგადოება

15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, – ამის შესახე...

 წვიმა და ელჭექი

1786733885

მსოფლიო

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი აცხადებს, რომ კანადამ ამერიკულ საქონელზე საპასუხო სავაჭრო ზომები უნდა გააუქმოს, რათა ახალი ტარიფები თავიდან აიცილოს

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა განაცხადა, რომ კანადამ უნდა გააუქმოს საპასუხო სავაჭრო ზომები ამერიკულ საქონელზე, რათა თავიდან აიცილოს თეთრი სახლის მიერ ახალი ტარიფების დაწესება, რომელიც...

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი

1786732693

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, ჩვენს საზოგადოებას გამოაკლდა გამორჩეული ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურა ქართულ ჟურნალისტიკასა და ფოტოხელოვნებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვად...

მარიამ ქვრივიშვილ