ირაკლი კირცხალია: ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე, ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია - საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ბრიუსელი აფასებს არა დამსახურებაზე დაფუძნებულ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ქვეყნის მიერ უსიტყვო მორჩილებას. როგორც კირცხალია აღნიშნავს, როდესაც საუბარია საქართველოს „ჩამორჩენაზე“ უკრაინასა და მოლდოვასთან, ხელისუფლების პასუხი მარტივია - საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას.
„თუ დღეს ბრიუსელში „წინსვლად“ ითვლება ის, რამდენად უსიტყვოდ ასრულებს ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მაშინ ეს უკვე დამსახურებაზე დაფუძნებული ევროპული ინტეგრაცია კი არა, უსიტყვო მორჩილების შეფასებაა. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება შეუძლია, მაგრამ ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემა. ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას! ჩვენ პატივს ვცემთ იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ, როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა უნდა დათმოს იმისთვის, რომ „კარგი მოსწავლის“ სტატუსი დაიმსახუროს.
და ბოლოს, ქალბატონი ევროკომისრის „საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპატიმროებში სასჯელს იხდიან და საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს“, - წერს ირაკლი კირცხალია.
1791299385
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია
ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...
1791298228
საზოგადოება„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...
1791297512
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...
1791297483
ახალი ამბებიდიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს
ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატუ...
1791295760
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი, ერთადერთი, ვინც დღეს მათ ასულდგმულებთ, ეს არის უცხოეთი
ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, „აირაის“ კვლევამ კარგად აჩვენა, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციაში. „რადიკალუ...





























