ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული მედიიდან. ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის და ყველაზე მთავარია, ყველამ გავიგოთ მისი არსი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე დებატების გახსნის თაობაზე გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა და დებატების არსზე გაამახვილა ყურადღება.
„როდესაც საუბარია დებატებზე, ყველაზე მთავარია გავიგოთ- ზოგადად, ოპონენტები, ვინც იქნებიან დებატებში წარმომადგენლები, ესენი იქნებიან პოლიტიკოსები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის თუ პროფესიის წარმომადგენლები, ექსპერტები, თუ საზოგადოების წევრები, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ყველამ გავიგოთ დებატების არსი, რას ნიშნავს, როგორ არის მოწყობილი და რას ელოდება საზოგადოება, როდესაც უყურებს ორ სხვადასხვა აზრს. აქ მნიშვნელოვანია მედიის როლი. მოდერატორის როლი, ვინ წაიყვანს ამ დებატებს თემატიკის და პროფილის მიხედვით, ამიტომ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და მზად ვართ ჯანსაღი დებატისთვის“, - აღნიშნა კირცხალიამ.
კირცხალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი გუნდის მზაობა დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მთავარია შინაარსობრივი და რეალური დებატი იყოს.
„მთავარია ვისზე ვსაუბრობთ. დავალება რომ მოდის თავისი ინსტრუქციით, ერთ-ერთი ეს არის ბრძოლა ჯანსაღ აზრთან. როგორ ებრძვი ჯანსაღ აზრს, როგორ ებრძვი სიმართლეს? - შენივე ზიზღის ენით, რადიკალიზმით, სიბინძურით, ბულინგით პირდაპირი ეთერიდან. შეიძლება სურვილიც არ გაუჩნდეს ადამიანს, რომ მოვიდეს შენთან და მეორე, რომც შეხვიდე ჯანსაღ ოპონირებაში ადამიანთან, როდესაც შედის ასეთი უსამშობლო და აგენტი, რომელსაც მარტივ კითხვას დაუსვამ და ამაზე პასუხს ვერ გაგცემს, იმისთვის რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ფარია ის ზიზღის და ბულინგის ენა, რომელიც გადმოდიოდა და დღესაც გადმოდის მათი მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, მთავარია არსი გავიგოთ, შინაარსობრივი იყოს და მთავარია, რეალურად იყოს დებატი. და ეს არ იყოს ის დამოკიდებულება, რომელი დამოკიდებულებაც პირდაპირი დავალებით მათ მოკლეს იმიტომ, რომ მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული მედიიდან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1769622853
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ოპოზიციის მიერ დებატების პროცესიდან გამიჯვნაზე: მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო დებატები
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, რომ თვალ-ყური ადევნოს ჯანსაღ დებატს, როდესაც ამ სუბიექტებზე გვაქვს საუბარი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გადმონაშთებზე და იმ პარტიებზე, რომლებ...
1769621425
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა - განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე
მიმდინარე წლის 28 იანვარს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიულ დელე...
1769620692
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მაია სანდუმ თავისი განცხადებით და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყანა და მის სუვერენიტეტი. ასეთი ადამიანი, როდესაც სუვერენულად დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თქ...
1769618833
ახალი ამბებიტრაილერი გადაბრუნდა და აალდა - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ31...
1769618772
ახალი ამბები„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებები ხორციელდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია...































