ირაკლი კირცხალია ნიკა გვარამიაზე: მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა, არაა ახალი ჩვენთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ასეთი არასწორი განცხადებები გვარამიას წარსულის გამოძახილია და საზოგადოებისთვის ახალი არ არის.

„მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის. შეგახსენებთ, როდესაც ის პოლიტიკაში მობრუნებამდე იყო ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელი, წამყვანი და ამინდის შემქმნელი, ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც მისი და მისი კოლეგებისა და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში. როდესაც დისკრიმინაციულ და ამორალურ გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად არახალია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის. თავი დავანებოთ მის პოლიტიკურ აქტივობასა და ე.წ. სტატუსს დღევანდელს. ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული. ალბათ სწორედ მისი წარსულის გამოძახილია მისი მხრიდან თითოეული ბინძური, არასწორი, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი განცხადება“, - მიიჩნევს კირცხალია.

გვარამიამ მის მიერ ტერმინ „პოლიტიკური აუტიზმის“ გამოყენება სოციალურ ქსელში განმარტა და აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არავითარი კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი „პოლიტიკური“ და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში“, რაზეც იარაჯულმა უპასუხა, რომ „პრობლემაა ბრჭყალებში ჩასმულიც და ფრჩხილებშიც, აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ძალიან ცუდი ოჯახებისთვის და თავად აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776173193

მსოფლიო

მაკრონმა ტრამპთან და ირანის პრეზიდენტთან ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებთან, დონალდ ტრამპთან და მასუდ პეზეშკიანთან ისაუბრა. ამის შესახებ მან სო...

მაკრონი მაკრონი

1776172796

ახალი ამბები

მამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართება, რა დროსაც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კვლავ დაუპირისპირდებიან. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვ...

მამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელია

1776172306

ახალი ამბები

შსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატ...

შსს

1776172134

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1776171851

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: უსამართლობის სიმბოლო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოპოზიციიდანაც იმავე დისკრიმინაციულ რიტორიკას აგრძელებს, პოლიტიკური როლის ცვლილება მხოლოდ დეკორაციაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან გარკვეული პოლიტიკური ძალები...

ცოტნე ანანიძე