მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების შეფასებისას. მისი თქმით, პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭება მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ადასტურებს.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. წყალქვეშა კაბელის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირში, მაგრამ, ამასთანავე, ის გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვან და დიდ ბიძგს მისცემს ზოგადად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, სწორედ ამის დასტურია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს მიენიჭა PMI სტატუსი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.
აღსანიშნავია, რომ PMI სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც იმას გულისხმობს, რომ შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს. ამასთან, ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მიღება ბიზნეს და საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია. ევროპული კანონმდებლობის თანახმად, დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.
1776174534
საზოგადოებაპარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, - ინფორმაციას სა...
1776174069
საზოგადოებაპარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და ერთხმად მხარი დაუჭირა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შე...
1776174018
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში
ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. ი...
1776173193
მსოფლიომაკრონმა ტრამპთან და ირანის პრეზიდენტთან ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებთან, დონალდ ტრამპთან და მასუდ პეზეშკიანთან ისაუბრა. ამის შესახებ მან სო...
1776172796
ახალი ამბებიმამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს
ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართება, რა დროსაც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კვლავ დაუპირისპირდებიან. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვ...



























