ირაკლი კირცხალია: ოპოზიციაში დაპირისპირებას დავარქმევდი „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინებას“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის ქრონიკების ერთ-ერთი სერიაა.
„ოპოზიცია ისევ კომედიურ ჟანრში მიდის. ამას დავარქმევდი მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს და სათაურს ერთ-ერთი სერიის „ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინებას“. როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას საზოგადოება ნახავს. ამაზე მეტი კომენტარი არ მგონია სერიოზული იყოს“, - განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობაზე მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ გამოწვევას გაუმკლავდეს. პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის პოზიციის შესახებ მან სოციალური ქსელიდან შეიტყო, რაც მოულოდნელი იყო და უკიდურესად სამწუხარო.
1781876147
საზოგადოებაპრემიერი: ტაჯიკეთში უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთ...
1781875102
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1781874332
საზოგადოებაბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 21 ივნისს მგზავრებს ვერ მოემსახურება
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 21 ივნისს, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო შეწყვეტს მგზავრთა მიღებას. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „საბაგირო...
1781873915
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მიმდინარე წლის 19 ივნისს, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდდინ მუჰრი...
1781872319
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მოვა დრო და ყველა გაითვალისწინებს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ
„მოვა დრო და ყველა გაითვალისწინებს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ...


























