ირაკლი კირცხალია: მოვა დრო და ყველა გაითვალისწინებს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ
„მოვა დრო და ყველა გაითვალისწინებს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კანონებს არ იღებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქაღალდზე ეწეროს, არამედ მათ აღასრულებს.
„ევროპისა და საქართველოს პრაქტიკას თუ შევადარებთ ერთმანეთს, მერე იმ სპეცოპერაციას კიდევ ერთხელ თუ ვანახებთ ჩვენს საზოგადოებას, რაც ხშირად სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება და არაერთხელ გაშუქებულა მედიასაშუალებითაც, სანქციებთან მიმართებით საქართველოში სამოთხეა. რაც შეეხება სიძულვილის ენას და მის ტირაჟირებას, ცოტა ხნის წინ ვახსენე პოლარიზაცია, სეგრეგაცია, სწორედ პოლარიზაციის, სეგრეგაციის, საზოგადოების დაყოფის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია სიძულვილისა და ბოროტების ენის წახალისება. სოციალურ ქსელში, აქციაზე შეურაცხყოფის მიყენება, ოჯახზე შეურაცხყოფის მიყენება... ყველაფერი. რაც ჩვენ ვნახეთ წლების განმავლობაში. ეს ხომ დადგმულია, ეს ხომ იმ დიდი გენერალური სცენარის მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც ბევრი მიმართულებით გამოიყენება. ჩვენს ქვეყანაშიც ვნახეთ, რომ ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ვპასუხობთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1781873022
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიციაში დაპირისპირებას დავარქმევდი „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინებას“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის ქრ...
1781871566
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთში უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობის გასაძლიერებლად
„მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოს...
1781870816
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს
„სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნ...
1781870421
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას, ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის...
1781869132
ახალი ამბებიკახა კალაძე: მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩისთვის პრობლემაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და მოქალაქეთა ნაწილს არ მიეცა სახელმწიფო გადატრიალების და რე...




























