ნოდარ ბოკერია: ვიდრე „ქართული ოცნების“ გუნდი უმაგრებს ზურგს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავისი ინტერესებისთვის ვერავინ გამოიყენებს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ნოდარ ბოკერია ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.
მისი შეფასებით, რეზოლუცია არაერთ უზუსტობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას შეიცავს. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, იგი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იყენებს ისეთ პოლიტიკურ ტერმინებს, როგორებიცაა „პოლიტიკური პატიმრები“, „პრორუსული“ და „ანტიევროპული“, მაშინ, როდესაც მსგავსი დოკუმენტი კონკრეტულ
საკითხებზე არგუმენტირებულ მსჯელობასა და დასაბუთებულ დასკვნებს უნდა ეფუძნებოდეს.
რეზოლუციის შინაარსზე საუბრისას ნოდარ ბოკერიამ ყურადღება გაამახვილა იმ ნაწილზე, სადაც, მისი თქმით, ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოს ტივის“ მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნაა გაჟღერებული.
„ასეთი მიდგომა მედია პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამასთანავე, წარმოადგენს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და საზოგადოების არჩევანის უპატივცემულობას“, - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მედია პლურალიზმი და განსხვავებული აზრის პატივისცემა ევროპული ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია, რის გამოც მსგავსი მოთხოვნები თავად იმ პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში, რომელთა დაცვაზეც ევროკავშირი საუბრობს.
„ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე საქართველოს ხელისუფლების პრორუსულად, ან ანტიევროპულ ძალად წარმოჩენის მცდელობა რეალობას მოკლებულია. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ნოდარ ბოკერიამ.
მისივე თქმით, ვიდრე „ქართული ოცნების“ გუნდი უმაგრებს ზურგს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავისი ინტერესებისთვის ვერავინ გამოიყენებს.
სიტყვის დასასრულს ნოდარ ბოკერიამ საგარეო პოლიტიკურ გუნდს მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მსგავსი სწორი ნაბიჯებით დაიმკვიდრებს ადგილს თანამედროვე მსოფლიო წესრიგში.
1781878263
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ა...
1781877842
საზოგადოებადავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესზე: ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული
ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“....
1781877195
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდდინ მუჰრიდდინს შეხვდა. მინისტრებმა...
1781876147
საზოგადოებაპრემიერი: ტაჯიკეთში უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთ...
1781875102
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...


























