ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს - ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად

„საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მან ისაუბრა მიმდინარე კვირაში განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივებზე. მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით კანონპროექტს განსახილველად გამოიტანენ.

„ყველას გახსოვთ პრემიერის გადაწყვეტილება, როდესაც გაუქმდა ის აკრძალვა - პირველ აპრილამდე ექვს წელზე ზემოთ ავტომობილების შემოყვანაზე და შეიცვალა საკითხით, რომელიც დაარეგულირებს, კერძოდ, კოდექსში შევა ცვლილება და გაიზრდება აქციზის გადასახადი. ასე, რომ არანაირი აკრძალვა აღარ იმოქმედებს. საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს. ასევე, მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, ჯანდაცვაზე, გარემოზე, განახლებულ ავტოპარკზე და გვინდა, რომ განახლდეს ავტოპარკი; როდესაც ვსაუბრობთ მოძველებულ ავტოპარკზე ასეთი სახის რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია. ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ავტომოყვარულების სფეროში ეს საკითხიც და მეორე საკითხიც, რომელიც შეეხება რეტრო მანქანებს, რეტრო ავტომობილებს. აქაც 40-დან 30 წლამდე დაიწევს ზღვარი საკანონმდებლო კუთხით - მათი განბაჟების მიმართებით. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ დადებით გამოხმაურებებს, რომელიც მივიღეთ სხვადასხვა ავტომოყვარულთა საზოგადოებიდან თუ კლუბიდან“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773676582

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს 17 მარტს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს ხვალ, 17 მარტს წარადგენს. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მიმ...

შალვა პაპუაშვილი

1773673964

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება

„კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, მ...

ირაკლი კობახიძე

1773670410

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტებულია, შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი, ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს

„ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტირებულია, შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1773670372

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე კეთილსინდისიერების დეფიციტში, არის კომპეტენციის კრიზისი

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე - კეთილსინდისიერების დეფიციტში“, - ამის შესახებ საქართველ...

ირაკლი კობახიძე

1773669368

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ძალიან იაფფასიანია ეს მცდელობები

ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, - განუცხადა საქართვე...

ირაკლი კობახიძე