პრემიერი: ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ძალიან იაფფასიანია ეს მცდელობები
ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოზე ზეწოლისთვის ვიწრო პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცეს საბოლოოდ ეუთოს ეს დოკუმენტი მომავალში, როდესაც სხვა დოკუმენტები ან გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს ბრიუსელში.
„ჩვენ ამის მცდელობებს გამუდმებით ვხედავთ. ესეც არის ერთი მორიგი მცდელობა, თუმცა დღემდე ეს მცდელობები ვერ იყო შედეგის მომტანი და მომავალშიც ვერ იქნება. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ძალიან იაფფასიანია ეს მცდელობები, რაც ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც იმ ტექსტიდან, რომელსაც ამოვიკითხავთ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1773668254
მსოფლიოესპანეთმა ჰორმუზის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე უარი თქვა
ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას არანაირ სამხედრო მისიაში ჰორმუზის სრუტეში, რადგან ისრაელ-აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ უკანონოდ მიიჩნევს - განაცხადეს ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმ...
1773667965
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეუთოს ანგარიშის ავტორი ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა
ეუთოს ანგარიშის ავტორი, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას, ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მ...
1773667902
საზოგადოებაპრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. ენჯეოები აქტიურად იყვნენ ჩართული
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქარ...
1773667849
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა, - განაცხადა საქართველოს პრე...
1773667161
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა
„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩ...



























