ეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობოს გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები

ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი საქართველოში არსებულ ვითარებას სათანადოდ არ იცნობს და გადაწყვეტილებებს ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე იღებს.

„როდესაც აღქმები ცრუ ნარატივზეა დაფუძნებული, ისინი ძალიან მალე ქარწყლდება,“ — აღნიშნა მან და განმარტა, რომ არასწორ აღქმებზე დაფუძნებული რეზოლუციების გამო ევროპარლამენტმა სანდოობა დაკარგა.

„ევრობიუროკრატები აბსოლუტურად არ იცნობენ ვითარებას საქართველოში და რასაც ეუბნებიან, ბრმად ასრულებენ. სწორედ ასეთი მორჩილი ხალხი სჭირდება ევრობიუროკრატიას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ერთხმად და უყოყმანოდ შესრულდეს. გავიხსენებ ერთ მომენტს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იყო ჩამოსული და მათთან შეხვედრები გვქონდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. პოლიტპატიმრებს, რომლებიც სინამდვილეში პოლიტპატიმრები კი არ არიან, არამედ კონკრეტული დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულები — როგორიც არის ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, სახელმწიფო თუ კერძო ქონების დაზიანება და სხვა. ისინი ამის გამო არიან დაკავებულები და არა იმიტომ, რომ პროტესტი გამოხატეს. ევრობიუროკრატები ვერ გვეუბნებიან კონკრეტულად, რომელიმე ადამიანზე, რომ პოლიტპატიმარია, რადგან ყველა შემთხვევაში, როდესაც ვინმე მსჯავრდებულია ან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, საქმე ეხება კონკრეტულ დანაშაულს.

ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ დანაშაულების დამტკიცების პროცესში რაიმე მცირე გადაცდომას ვინმე გვაპატიებს, ამიტომ პროცედურები ძალიან მაღალი ხარისხით მიმდინარეობს. ამ შეხვედრაზე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში იმიტომ კი არ იჯდა, რომ რაიმე პოლიტიკურ დევნას განიცდიდა, არამედ იმიტომ, რომ გირაო არ გადაიხადა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები. ნამდვილად არ იცოდნენ. რომ იტყვიან ხმა ჩაუვარდათო, პირდაპირი მნიშვნელობით დავინახე ეს, როდესაც გაიგეს, რომ გირაოს გადაუხდელობის გამო იყო ციხეში და ამ ადამიანის გამო ასეთი ამბავი ატყდა ევროპარლამენტში. როგორ დაკარგა ერთ დროს მაღალი რეპუტაცია და სანდოობა ევროპარლამენტმა, რომ ასეთ აბსურდულ ბრალდებებზე ხურდავდება. სხვათა შორის, ამ საკითხზე პრობლემები მათ საკუთარ ამომრჩევლებთანაც აქვთ.

იმდენჯერ დამარცხდნენ ევრობიუროკრატები ამ ცრუ ნარატივში, რომ კონსერვატიული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოძრაობები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თანდათან ფეხს იკიდებს და ძლიერდება. ამავე საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე მათ განაცხადეს, რომ მხოლოდ მათი აღქმების საფუძველზე ითქვა, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს. რეალობა კი ისაა, რომ როდესაც ასეთი აღქმები ცრუ ნარატივზეა დაფუძნებული, ისინი ძალიან მალე ქარწყლდება. მახსოვს, როდესაც ევროპარლამენტმა მსგავსი უსამართლო რეზოლუცია პირველად მიიღო, საკმაო დრო დაგვჭირდა — დაახლოებით ორი-სამი კვირა, რომ ეს ცრუ აღქმა გაგვებათილებინა. ახლა კი ორ-სამ დღეში ყველამ ყველაფერი იცის,“ -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773680085

მსოფლიო

თეირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მეზობელი ქვეყნები ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებისკენ. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება. „არსებობს ცნობებ...

თეირანი მეზობელ ქვეყნებს

1773679507

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ვიზიტისას გამოიხატა მზადყოფნა დავიწყოთ მუშაობა ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც არის თვისობრივად ახალი ურთიერთობების დასაწყისი

„ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უცებ გადაიტვირთება და ისინი თვისობრივად ახალ ნიშნულზე ავა. თუმცა, ესეც პროცესია,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდ...

ეკა სეფაშვილი

1773678027

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები

„პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება“, - ამის შეს...

ირაკლი კობახიძე

1773676582

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს 17 მარტს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს ხვალ, 17 მარტს წარადგენს. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მიმ...

შალვა პაპუაშვილი

1773673964

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება

„კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, მ...

ირაკლი კობახიძე