ირაკლი კობახიძე: ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა.

„აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს. ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. ეს არის ანგარიშის, ალბათ, ერთადერთი ზოგადი დასკვნა, რომელსაც სრულად შეგვიძლია დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ანგარიშის ავტორმა ისიც კი ვერ გაარკვია, ჩვენს ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ ეწოდება, თუ „საქართველო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773668600

საზოგადოება

პრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორს ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება

ანგარიშის ავტორი წუხს იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და საქართველოს პროკურატურაში რა...

ირაკლი კობახიძე

1773668254

მსოფლიო

ესპანეთმა ჰორმუზის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე უარი თქვა

ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას არანაირ სამხედრო მისიაში ჰორმუზის სრუტეში, რადგან ისრაელ-აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ უკანონოდ მიიჩნევს - განაცხადეს ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმ...

 მარგარიტა რობლეს

1773667965

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ეუთოს ანგარიშის ავტორი ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა

ეუთოს ანგარიშის ავტორი, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას, ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მ...

ირაკლი კობახიძე

1773667902

საზოგადოება

პრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. ენჯეოები აქტიურად იყვნენ ჩართული

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქარ...

ირაკლი კობახიძე

1773667161

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა

„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩ...

ირაკლი კობახიძე