ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა საუბარი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგი ფაქტია, რომელიც შეიძლება არ ითქვას, იმიტომ რომ, ამით უსარგებლია ჩვენს მოქალაქეებსაც და არა მხოლოდ ჩვენ მოქალაქეებს და იქ ძალიან ისეთი ზღვარი გვაქვს დასაცავი, როდესაც თქვენ მთხოვთ მე, რომ რაღაც ფაქტებზე და რისკებზე ვისაუბრო ხმამაღლა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

კირცხალიას განმარტებით, სახელმწიფოს არ აქვს კონტროლი იმაზე, თუ რა ბედი ეწევა სუროგაციის შედეგად მის ტერიტორიაზე გაჩენილ ბავშვს, ვინაიდან ქვეყნები, სადაც ამ გზით დაბადებული ბავშვები გადიან, შეზღუდული არ არის.

მისივე თქმით, 98 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა, ვინც სუროგაციის სერვისით საქართველოში სარგებლობს, ხოლო, საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ დედობისა და მშობლობის უფლების დაცვის მხრივ.

„როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და ამის რისკზე, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ აქ ნუ მათქმევინებთ რა ფაქტები ვიცით, მაგრამ, ერთს გეტყვით და ძალიან მარტივი გასაგები იქნება, დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც: ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნები არ არის შეზღუდული სად გადიან, მარტივად, ჩვენს სახელმწიფოში ხდება ეს ყველაფერი, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე, სად მიდის. მოდი ამით ამოვწუროთ ეს საკითხი. გიდასტურებთ, რომ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტი ჩვენთვის ცნობილია.

რაც შეეხება რისკებს, პატარა სტატისტიკას მოგიყვანთ აქაც: ზუსტ ციფრებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როდესაც კომერციალიზაციაზე ვსაუბრობთ ამ თემის - ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% დაახლოებით არის საქართველოს მოქალაქე და სრულიად ლეგიტიმურია თუნდაც იმ 2%-ის კითხვა, რომელმაც შეიძლება ვეღარ ისარგებლოს [სუროგაციით]. მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ - ასე კონკრეტიკაში ნუ შემიყვანთ - რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველანაირი გზით.

მაგრამ როდესაც ასეთ რისკებზე გვაქვს საუბარი და როდესაც ახლა ციფრები მოგიყვანეთ - 98 პროცენტის 2-თან შედარება, დამერწმუნეთ, ჩვენ ის საზოგადოება ვართ, ის ქვეყანა ვართ, იმ მენტალობის ქვეყანა ვართ, იმ რწმენის ქვეყანა ვართ და იმ შეხედულების ქვეყანა ვართ, რომ ის 2%-იც თუ პროცენტნახევარიც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ ძალიან დიდ რისკებს, რომელი რისკებიც ჩვენ აქ ჩამოვთვალეთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795334972

ახალი ამბები

გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ კაცზე: მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე

ფონიჭალაში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, მათ შორის 3 წლის თაია ფხალაძის, რომელიც მაშველებმა, 8-საათიანი სამაშველო ო...

გუგა ქაშიბაძე

1795332502

მსოფლიო

„ჩემი მეგობარი“ და „მეგობრები“ - დონალდ ტრამპი ჩინეთის სამიტზე პუტინსა და სი ძინპინთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერებით „ჩემი მეგობარი“ (My Friend) და „მეგობრები“ (Friends). აღნიშნული...

დონალდ ტრამპი

1795331931

ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად თბილისის საკრებულოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ...

თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა

1795329365

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდ...

გუდაური(ფოსტა)-კობი

1795327460

ახალი ამბები

საქართველოში დღეს გლოვის დღეა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით,...

საქართველოს მთავრობა