ირაკლი კობახიძე: 2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება პენსიების 200 ლარით გაზრდას, რას მოაკლებდით ამ თანხას - ჯარისკაცები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები, სუს-ი შევამციროთ და მათ მოვაკლოთ ხელფასები
„თუ იცის ბატონმა ლევანმა რამდენია დღეს ქვეყნის ბიუჯეტი, რამდენი სჭირდება პენსიის მომატებას 200 ლარით? ამას თუ იტყვის, მერე თქვას, რას მოაკლებდა ამ თანხას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პენსიების ზრდას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება,რეალურად, პენსიების გაზრდას 200 ლარით და პასუხი კითხვაზე, თუ რას უნდა მოაკლდეს ეს თანხა, ოპონენტისგან ვერ მიიღო.
„2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება, რეალურად, პენსიების გაზრდას 200 ლარით. მარტივად დავსვი კითხვა - რას მოაკლებდა. რომ ავიღოთ მთელი სუს-ის ბიუჯეტი და სუს-ში უამრავი ადამიანია დასაქმებული, იქ ხელფასები გაიცემა. ხელფასები 3 მლრდ 420 მლნ-ია საჯარო სამსახურში. ამის ძირითადი ნაწილი არის პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, თავდაცვის სფერო. რას მოაკლებდა ლევან გოგიჩაიშვილი? ჯარისკაცები შევამციროთ, ჯარისკაცებს ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ. თუ იგივე სუს-ი შევამციროთ და ხელფასები მოვაკლოთ. თქვენ იცით, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, საერთაშორისო რეიტინგებით არის აღიარებული, მაღალი სანდოობით მოსარგებლე საერთაშორისო რეიტინგებით და სუს-ი უნდა გავაუქმოთ, რომელიც ამ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი? სულ რომ გააუქმო, შეიძლება მაინც არ ეყოს პენსიების გაზრდას 200 ლარით. ამიტომ მარტივი კითხვა დავსვი, არა დემაგოგიურად, არამედ კონკრეტულად უნდა გვიპასუხონ - რომელ სფეროს მოაკლებენ, განათლებას, სოციალურს, რომელიც არის ბიუჯეტში 34%, მესამედზე მეტი ბიუჯეტისა ხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს. ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, თუ რას? პასუხი ამაზე ვერ მივიღე, შესაბამისად, შეგვიძლია თემა დახურულად ჩავთვალოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
1775502572
მსოფლიოტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...
1775500803
ახალი ამბები🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს
NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...
1775499762
საზოგადოებასოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები
საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...
1775499605
სოციალური მედიაილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...
1775496205
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...





























