ირაკლი კობახიძე - აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ არის ქართველი ხალხი და აქეთ არის ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კონცეფციას

 „აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ არის ქართველი ხალხი და აქეთ არის ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კონცეფციას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა საელჩოს მხრიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვების გავრცელებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ტექსტებში ასეთი მსგავსება კოორდინაციის გარეშე შეუძლებელია.

„არის კოორდინაცია, როდესაც ხედავთ, რომ ამერიკული ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, ბრიტანეთის ხელისუფლება, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ერთი და იგივე ხელწერით, ლამის ერთი და იგივე ტექსტებით აგზავნიან მილოცვებს, აქ ხომ ჩანს პირდაპირ უხილავი ხელი. არის დიფ სთეითი, რომელიც აკოორდინირებს ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რეალობა. რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ არის ქართველი ხალხი და აქეთ არის ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კონცეფციას. ჩვენ გვიმტკიცებდნენ თავხედურად იმას, რომ ხალხი იყო „ენჯეოები“. პირდაპირ ამ მესიჯებით გამოდიოდნენ. ყოფილი ელჩი გამოდიოდა, მაღალი თანამდებობის პირი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან პირდაპირ გვიცხადებდა, რომ ენჯეოები ლაპარაკობდნენ ქართველი ხალხის სახელით. საუბარია სუბიექტებზე, რომლებსაც არავითარი ფორმით არ აქვთ ლეგიტიმაცია მინიჭებული.

არავითარი პროცედურა არ არსებობს ამისათვის, მაგრამ თურმე ეს ენჯეოები, 20-კაციანი და 50-კაციანი ენჯეოები წარმოადგენენ თურმე ქართველ ხალხს. დემოკრატიის კონცეფციას და ქართველი ხალხის ნებას უნდა სცენ პატივი. შეიძლება, ვიღაცას ეს ამბავი ეწყინოს, მაგრამ თვალი უნდა გაუსწორონ იმას, რომ მილიონ 120 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე გასული წლის 26 ოქტომბერს და მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას. შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ ამას უნდა სცენ პატივი. მათ, შეიძლება სურდათ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, მკვლელების დაბრუნება, რეკეტიორების დაბრუნება, ვინც ტერიტორიების 20% ჩააბარა, იმ ადამიანების დაბრუნება, თავის დროზე ვინც მედია მიიტაცა, მათი დაბრუნება, შეიძლება უნდოდათ და ეწყინათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ როდესაც ასე ხდება, ხალხის ნებას უნდა სცე პატივი და შენი წყენა შეიძლება გულში დაიტოვო, მაგრამ საჯაროდ არ უნდა გამოხატო. ასეთ აბსურდულ მდგომარეობაში იგდებენ საკუთარ თავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ანალოგიურ მდგომარეობაშია ოპოზიციაც, რომელიც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ბოლომდე ანადგურებს.

„აქციებზეც კი ვეღარ გამოდიან სცენაზე ოპოზიციის წარმომადგენლები. პარტიების წარმომადგენლები ვერ ბედავენ სცენაზე გასვლას იმ ადამიანების წინაშეც კი, ვინც ამ ოთხ პარტიას დაუჭირა მხარი. ხომ ყველამ იცის, რომ აქციებზე გამოდიან ადამიანები, ვინც ამ ერთ, მეორე, მესამე, მეოთხე პარტიას დაუჭირა მხარი. ეს პოლიტიკოსებიც კი ვერ გამოდიან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, იმ მდგომარეობამდე მიიყვანა დიფ სთეითმა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია. იგივე მდგომარეობაში ჰყავთ სამწუხაროდ კონკრეტული ელჩები, ჩინოვნიკები. ელჩები ვერ ასრულებენ საკუთარ მისიას, რაზეც წუხან, ამაზე გვაქვს ჩვენ კულუარული ინფორმაცია, რომ ელჩები ძალიან წუხან, ამასთან დაკავშირებით. ისინი ვერ მუშაობენ, როგორც დიპლომატიური წარმომადგენლები, მაგრამ არ აქვთ სხვა გზა, რადგან დიფ სთეითი არის ძლიერი და შესაბამისად, მარტივად შეუძლია ამ კოორდინაციის უზრუნველყოფა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748453196

მსოფლიო

მარკო რუბიო: მოუთმენლად ველით აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ მუშაობას

 ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე მომავალი აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო...

 მარკო რუბიო

1748452131

საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო, გაითავისეთ, რომ ეს ადამიანი თქვენზე წინ არის! იმიტომ, რომ მართალია - ამ მზაკვრული, იაფფასიანი კომბინაციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებთ

 ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო! გაითავისეთ, რომ წინ არის ეს ადამიანი თქვენზე, ყოველთვის წინ არის! იმიტომ, რომ მართალია მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ბიზნესურადაც. ამ მზაკვრული, მარტივად გამ...

ვატო

1748450264

მსოფლიო

სერგეი ლავროვი - რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს

 რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „რუსულმა მ...

ლავროვი

1748447688

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას

 ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე...

ირაკლი კობახიძე

1748446025

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, თქვენს ქვეყანას მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ

 „საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ასწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა ერთდრო...

შალვა პაპუაშვილი