ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართება.
სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის.
დისკუსიები შეეხება კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს, განხორციელებულ რეფორმებს, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს, ასევე, გაფართოების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მის შესაძლო შედეგებს.
სამიტზე ასევე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება, შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და სტრატეგიული ავტონომია.
სამიტის სპიკერებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვასილე ტოფანი და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი.
1793680500
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ნოემბერს საქართველოში
ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +25 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელ...
1793652240
მსოფლიოსლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება
„როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებდით, არავის წარმოედგინა, რომ მივიღებდით კავშირს, რომელსაც საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება“, - ამის შესახებ სლოვენიის პრემი...
1793651535
ახალი ამბებინანა ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება იქნება სამართლიანობის აღდგენა - ამ მოძალადე რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი გაამწარა, ოჯახები დაანგრია, ადამიანები დახოცა
დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, ზეწოლასა და საკუთარი პატიმრობის დეტალებს იხ...
1793648993
ახალი ამბებიკოტე კემულარია: პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა
„პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“, - ამის შესახებ ამის შესახებ პოლიტიკოსმა კოტე კემუ...
1793647862
ახალი ამბებისოზარ სუბარი: 2012 წელს სრული სკრინინგი ჩავატარეთ და ყოველ მეორე პატიმარს C ჰეპატიტი ჰქონდა - ეს იყო ადამიანების სიკვდილისთვის გამეტება, სწორედ აქედან დაიწყო C ჰეპატიტის ის პროგრამა, რომლითაც ასე ვამაყობთ
ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, საპატიმროებში არსებულ მძიმე ვითარებას იხსენებს და...































