ნანა ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება იქნება სამართლიანობის აღდგენა - ამ მოძალადე რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი გაამწარა, ოჯახები დაანგრია, ადამიანები დახოცა
დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, ზეწოლასა და საკუთარი პატიმრობის დეტალებს იხსენებს.
როგორც დაზარალებული გადაცემაში ჰყვება, ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა მის მეუღლეს „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსება მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ოჯახი ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს.
ქადაგიშვილი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას და მას სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„სააკაშვილ-ადეიშვილს ჰქონდათ პირადი დაინტერესება: სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, რევოლუციის დაფინანსებას სთხოვდნენ ჩემს მეუღლეს და ამაზე უარის მიღების შემდეგ მათ შავ სიაში შეიყვანეს ჩემი მეუღლე. მარტო ჩემს მეუღლეზე არ არის ლაპარაკი, მთელი ოჯახი დაგვაპატიმრეს; ზეწოლას ახდენდნენ ჩემს მეუღლეზე, რომ ჩვენი დაჭერით ის ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. დაგვაპატიმრეს მე და ჩემი ერთ-ერთი შვილი, ხოლო მეორე 8 წელიწად-ნახევარი ძებნილი იყო და შემდეგ, „ქართული ოცნების“ პერიოდში, დაბრუნდა ქვეყანაში.
ძალიან მიხარია, საკონსტიტუციო სასამართლო რომ იხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და პარტიის გაუქმებას. ეს იქნება ძალიან დიდი სამართლიანობის აღდგენა, რადგანაც ეს იყო მოძალადე რეჟიმი - მოძალადე რეჟიმი იმ დონეზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი გაამწარეს, ოჯახები დაანგრიეს, ხალხი მოკლეს, გააკულაკეს. აი, რა ბოროტებაც შეეძლოთ, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდნენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღევანდელი ნაციონალები, რომლებიც უფრო ახალგაზრდები არიან, იძახიან, საკონსტიტუციო სასამართლო თხზულებებს იხილავსო. როგორ არის ჩემი საქმე თხზულება, როცა სტრასბურგის სასამართლომ ჩემს ოჯახთან დაკავშირებით კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა?! მე თავად, პრაქტიკულად დიასახლისი, გამასამართლეს და 5 წელი პრობაციაში მატარეს, 5 წელი ორთაჭალის ციხეში ვიყავი. ისეთი საშინელებები გამომატარეს, რომ ვიხსენებ, ხანდახან მგონია, ეს ყველაფერი ალბათ მესიზმრება და ჩემს თავს არ ხდებოდა. მიმქონდა მტკიცებულებები, რომ ჩემი ოჯახი მართალი იყო და არანაირი დანაშაული არ მიუძღოდა, მე კი, თურმე, ხელს ვუშლიდი გამოძიებას და ეს გახდა ჩემი დაჭერის საფუძველი“, - აცხადებს ნანა ქადაგიშვილი.
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...
1793630392
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის
„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...































