კოტე კემულარია: პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა

„პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“, - ამის შესახებ ამის შესახებ პოლიტიკოსმა კოტე კემულარიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ძალიან მაღალი პროცენტი იყო ჩარევებისა. თითქმის არ ყოფილა გარდა ერთეული შემთხვევებისა გამამართლებელი განაჩენები, რაც არაჯანსაღი და არაბუნებრივი პროცესია. პროკურატურა ზომაზე მეტად, აბსოლუტურად ყოვლისმომცველი მასშტაბით ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, ამას დღესაც ვუყურებთ სამწუხაროდ. სამწუხაროდ, ცოტა ხანს მომიწია სასამართლო სისტემაში მუშაობა, განსახორციელებელი იყო სერიოზული სასამართლო რეფორმა, ამაზე სულ ვსაუბრობდით, ვიბრძოდით, რომელიც არც მაშინ მივიდა ბოლომდე...
სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა. პროკურორი ამ დროს არის ადეიშვილი და ყველამ იცის ადეიშვილის განუსაზღვრელი უფლებები.

არსებობს ჩანაწერები, სადაც ვამბობ, ვეუბნები მოსამართლეებს საჯაროდ კონფერენციაზე, რომ არ დაემორჩილონ ადეიშვილს. მოსამართლე აბსოლუტურად დამოუკიდებელია, კონსტიტუციაში ასე უწერია.მე არც მაშინ და არც ახლა ვიზიარებ იმას, რომ პროკურატურის მიერ გამოძიებული და პროკურატურის მიერ დაწერილი საბრალდებო დასკვნა ყოფილიყო ფეტიში ან უკრიტიკოდ მისაღები“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793635990

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...

ზურაბ პატარაძე

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი

1793630392

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის

„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...

შალვა პაპუაშვილი

1793630102

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი