მაია ბითაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობს საკითხებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა მომავალ წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, კიდევ უფრო გააღრმაონ საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობები.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე ესწრებოდნენ.
1793688397
ახალი ამბებიკათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამტრედიაში იმყოფება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამტრედიაში იმყოფება. შიო მესამის სამტრედიაში ჩასვლა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავს უკავშირდება. თარიღთან დაკავშირებით სამტრედიის დავით...
1793687664
მსოფლიოაშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება
დღეს, 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. ამერიკელები ირჩევენ კონგრესს და შტატების ნაწილში - ადგილობრივ ხელისუფლებას. შუალედური არჩევნების შედეგად დაკომპლე...
1793686905
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაცი...
1793686369
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართება. სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტე...
1793684863
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი...































