ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე დაინიშნოს საქართველოს ელჩი აშშ-ში, ველოდებით პასუხს წარდგენილ კანდიდატურაზე

 „არსებული რეალობიდან გამომდინარე, იმ სტატუს კვო-დან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან ურთიერთობებში, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ელჩი მალე დაინიშნოს, ველოდებით თანხმობას წარდგენილ კანდიდატურაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითი“ შეეცდება, შეაფერხოს ელჩის დანიშვნა, თუმცა თუ უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩაერევა ამ ყველაფერში, გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნება მიღებული.

„აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია უკვე რამდენიმე კვირაა. ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი ხელოვნურად იწელება, გამომდინარე იქიდან, რომ სტანდარტული პრაქტიკის მიხედვითაც შეიძლება, თუნდაც, 3-4 თვე გაგრძელდეს აღნიშნული პროცესი. არსებული რეალობიდან გამომდინარე, იმ სტატუს კვო-დან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობებში, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ელჩი მალე დაინიშნოს. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით თანხმობას წარდგენილ კანდიდატურაზე და როგორც კი მივიღებთ, მაშინვე გაცხადდება ამ კანდიდატის ვინაობა. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დაინიშნოს ელჩი და აქაც ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წამოწევს თავს „დიფ სთეითი“, რომელიც, რა თქმა უნდა, შეეცდება, შეაფერხოს ელჩის დანიშვნა, თუ უშუალოდ ჩაერევა ამ ყველაფერში ტრამპის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნება მიღებული,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748453196

მსოფლიო

მარკო რუბიო: მოუთმენლად ველით აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ მუშაობას

 ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე მომავალი აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო...

 მარკო რუბიო

1748452131

საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო, გაითავისეთ, რომ ეს ადამიანი თქვენზე წინ არის! იმიტომ, რომ მართალია - ამ მზაკვრული, იაფფასიანი კომბინაციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებთ

 ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო! გაითავისეთ, რომ წინ არის ეს ადამიანი თქვენზე, ყოველთვის წინ არის! იმიტომ, რომ მართალია მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ბიზნესურადაც. ამ მზაკვრული, მარტივად გამ...

ვატო

1748450264

მსოფლიო

სერგეი ლავროვი - რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს

 რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „რუსულმა მ...

ლავროვი

1748447688

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას

 ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე...

ირაკლი კობახიძე

1748446025

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, თქვენს ქვეყანას მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ

 „საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ასწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა ერთდრო...

შალვა პაპუაშვილი