ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს
„ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა 2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„შეგახსენებთ, როგორი იყო 2025 წელი, მათ შორის, როცა რეპრესიებზე საუბრობენ. ერთადერთი ქვეყანა გახდა მსოფლიოში საქართველო, სადაც 2025 წლის განმავლობაში, პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ერთი წელი გადაკეტილი იყო დედაქალაქის ცენტრალური გამზირი. მერე როცა კანონი მივიღეთ ამის წინააღმდეგ, ამას დაარქვეს დრაკონული კანონი შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ. დამისახელეთ, მათ შორის ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა, სადაც ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში 150, 100 და ხან 50 კაცს გადაკეტილი ჰქონდა დედაქალაქის ცენტრალური გამზირი და მერე ვილაპარაკოთ ამ დასკვნის ობიექტურობაზე. კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება ეს დასკვნა, ინტერესი იყო ის, რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან ჩვენ მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა და მერე ამას უწოდეს დრაკონული კანონები. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც რუსული კანონი უწოდეს და რომელიც უცხოურ აგენტურას უპირისპირდებოდა. ეს არ მოსწონს იმ ბიუროკრატიას, რომელიც მოქმედებს ე.წ. დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად. ეს არის რეალურად მიზეზი, თუ რატომ გამოხატავენ კონკრეტული ბიუროკრატები გულისტკივილს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1786534490
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: პოლიტიკოსებისა და ე.წ. ელიტის მოსკოვში ვიზიტები საკუთარ ქვეყანასთან ომის შემდეგ და აქტიური „რუსოფობია“ სხვა ქვეყანასთან ომის ფონზე - ნურავინ გაიკვირვებს, რომ კითხვები ჩნდება, რასაც პასუხი პრემიერმა გასცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუსეთთან მიმართებით 2022 წლის შემდეგ, ოპოზიციისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირ...
1786532569
ახალი ამბებიქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძ...
1786532312
ახალი ამბებიპრემიერი: 2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია
„2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გა...
1786531087
ახალი ამბებიპრემიერი: „დიფ სთეითის“ აგენტურის მიერ საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს
„დიფ სთეითის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვა...
1786530020
ახალი ამბებიპრემიერი: მიზანმიმართული შტურმის ნაწილია „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ
მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავ...































