ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „მეთადონის“ და ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საბაჟო საზღვარზე შემოსული საქართველოს მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ჰერმეტულად შეფუთულ 25 ცალ პლასტმასის ქილაში სითხის სახით განთავსებული საერთო ჯამში 375 მილიგრამი „მეთადონი“. ასევე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.
სამართალდამრღვევ მოქალაქეებს სამგზავრო ჩანთებში სხვადასხვა დასახელების 402 კაფსულა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, მათ შორის 187 კაფსულა „ლირიკა“ ჰქონდათ განთავსებული.
აღნიშნულ სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - ნათქვამია განცხადებაში.
1786527189
ახალი ამბებიირაკლი ჩიქოვანი – დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ისტორიული მემკვიდრეობის განმტკიცებას, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, ეროვნული იდენტობის დაცვისკენ
„დიდგორი გვასწავლის, მაშინ, როდესაც ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და მის საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით არის გამსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია“,...
1786525396
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს
„ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მი...
1786524612
ახალი ამბებისასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს „ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოე...
1786521733
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, გონივრული პოლიტიკის სიმბოლო, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე, პოლიტიკური უგუნურების სიმბოლო
„1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთა...
1786521437
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ დიდგორობას, ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს
„დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გა...































