პრემიერი: 2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია

„2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კოორდინირებული მცდელობა და მათ შორის, ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება.

„ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება და ვერ იქნება განხილული როგორც შემთხვევითი მოვლენა. როდესაც ასეთ რამეს ამბობს ბარამიძე, 35 წლის წინანდელ საკითხზე საუბრობს და ასეთ ტყუილს კადრულობს, ესეც ამ კოორდინაციის ნაწილი უნდა იყოს, ბუნებრივია. როდესაც ვხედავთ, როგორ დადიან უცხოელი აგენტები მაგალითად ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური განცხადებებით, ბანერებით, გზავნილებით, რა თქმა უნდა, ესეც არის ამ კოორდინაციის შედეგი. ჩვენ ვიცით, რომ არიან უცხოელი აგენტები, ისინი დადიან ბანერებით ბათუმის პლაჟზე და და ტურისტებს ეხებიან პირდაპირ, შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე კამპანიას აწარმოებს ისევ და ისევ იგივე აგენტურა - პოლიტიკოსები, პარტიული აქტივი, პარტიული ტელევიზიები, ისინი კოორდინირებულად მხარს უჭერენ ამ რუსოფობიურ კამპანიას. ეს არის კოორდინაციის შედეგი ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით. გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე იყო 2022 წელს, როდესაც მათ ვერ მიაღწიეს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2022-ში სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება.

„ადრეც ეგრე იყო, 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც მიიღეს უარი, შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე, ეს იყო სანქციების დაწესება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. როდესაც ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის. ესეც ვერ გამოიყენეს, ვინაიდან საზოგადოებამ გამოავლინა სიბრძნე ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამას მოაყოლეს შემდეგ მარტო იმ 1 წელიწადში სამი რუსოფობიური კამპანია. ამ კამპანიებში პირდაპირ იყო ჩართული მთელი აქტივი, უცხოური აგენტურა, ეს იყო მათ შორის პარტიული აქტივი, პოლიტიკოსები პირდაპირ იყვნენ ჩართულები რუსოფობიური კამპანიის გაღვივებაში და ტურისტების წინააღმდეგ იყო პირველ რიგში მიმართული ეს კამპანიები. საფრთხედ წარმოაჩენდნენ რუს ტურისტს, როგორც ასეთს.

ამაში ჩართულები იყვნენ პოლიტიკოსები, ე.წ. „ენჯეოები“, პარტაქტივი, მაშინდელი პრეზიდენტი სალომემ ზურაბიშვილი და პარტიული ტელევიზიები. სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია. მაგრამ მთელი აგენტურა, ნაცმოძრაობა, თავისი დანამატი პარტიებით, „ახალი“ „ლელო“ და ა.შ. იმ წელს არსებული პარტიები, ამაში იყვნენ ჩართულები, ასევე „ენჯეოები“, მთელი აქტივი, პოლიტაქტივისტები და პარტიული ტელევიზიები, ანუ სამი რუსოფობიური კამპანია იყო მარტო 2022 წელს და შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას,“ - აღნიშნა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786527189

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი – დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ისტორიული მემკვიდრეობის განმტკიცებას, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, ეროვნული იდენტობის დაცვისკენ

„დიდგორი გვასწავლის, მაშინ, როდესაც ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და მის საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით არის გამსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია“,...

ირაკლი ჩიქოვანი

1786525396

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს

„ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მი...

მიხეილ ყაველაშვილი

1786524612

ახალი ამბები

სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს „ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოე...

სასმელი წყლი

1786521733

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, გონივრული პოლიტიკის სიმბოლო, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე, პოლიტიკური უგუნურების სიმბოლო

„1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთა...

შალვა პაპუაშვილი

1786521437

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ დიდგორობას, ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს

„დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გა...

მიხეილ ყაველაშვილი