პრემიერი: პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ

„ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს „დიფ სთეითი“ ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის კოორდინირებული კამპანია, რომელიც გარედან იმართება.

„დიდ ყურადღებას იმსახურებს რუსოფობიური კამპანია, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის „Deep State“-ის ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთელი პოლიტიკური აქტივი, უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, NGO-ების სახით და პარტიული ტელევიზიების სახით, მათ შორის, იმიტომ რომ ისინი უზრუნველყოფენ მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიას. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს "Deep State" ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

საკრუიზო გემს რომ დახვდნენ თქვენი პარტიული აქტივისტები და თქვენ რომ ამას აჟიტირებულად აშუქებდით, ეს საზოგადოების რუსოფობია კი არ იყო, ეს იყო უცხოური აგენტურის რუსოფობია, ანუ თქვენი რუსოფობია, თქვენი პარტიის რუსოფობია. ამაში საზოგადოება არ არის ჩართული.უცხოური აგენტურა აპროტესტებს და მერე უცხოური აგენტურა მედიის სახით ამას აშუქებს.

ასე იმართება რუსოფობიური კამპანია. დღესაც ეს ხდება. მაგალითად პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას აშუქებს და წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ. ანუ თქვენ ხართ ჩართული, საზოგადოება არაფერ შუაშია. ზუსტად ამას ვამბობთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის და ქართული საზოგადოების კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა, მაგრამ ეს არის უცხო მოვლენა თქვენთვის.

ვგულისხმობ უცხოურ აგენტურას. რაშიც იგულისხმება როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე პარტაქტივისტები, რომლებიც ბანერებით დადიან და აწუხებენ რუს ტურისტებს პლაჟზე და ამაში ხართ თქვენ ჩართული, პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები. ანუ ეს არის კოორდინირებული კამპანია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გარედან იმართება,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786530020

ახალი ამბები

პრემიერი: მიზანმიმართული შტურმის ნაწილია „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ

მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავ...

ირაკლი კობახიძე

1786529844

ახალი ამბები

პრემიერი: „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი

„საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამარ...

პრემიერი

1786529742

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს. 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდა...

ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

1786527189

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი – დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ისტორიული მემკვიდრეობის განმტკიცებას, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, ეროვნული იდენტობის დაცვისკენ

„დიდგორი გვასწავლის, მაშინ, როდესაც ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და მის საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით არის გამსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია“,...

ირაკლი ჩიქოვანი

1786525396

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს

„ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მი...

მიხეილ ყაველაშვილი