ირაკლი კობახიძე - დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა, დღეს სწორედ ასეთი პროექტის „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი
„დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა - ახალი ეკონომიკური და ურბანული მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების ინტერესებსა და კომფორტზე. დღეს სწორედ ასეთი პროექტის „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი - იწყება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების - „ჰილტონის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ჰილტონის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინვესტიციის მოცულობა არის ძალიან შთამბეჭდავი, 2 მილიარდი ლარი.
„ეს არის მკაფიო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, არის უზრუნველყოფილი მშვიდობიანი განვითარება და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამბიციური საინვესტიციო პროექტების განხორციელება. ეს პროექტი ასევე ადასტურებს ბიზნესის ნდობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გარემოს მიმართ, ბიზნესგარემოსადმი და ცხადყოფს, რომ საქართველოში გრძელვადიანი, მსხვილი კაპიტალდაბანდება არის ერთი მხრივ, დაცული და მეორე მხრივ, პერსპექტიული.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, თანამედროვე რეზიდენციები 21 ჰექტარზე იქნება გაშენებული, ეს არის ახალი უბნის ნაწილი და ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სივრცის 75 პროცენტი, 3/4 დაეთმობა პარკებს, გამწვანებასა და რეკრეაციას, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ მასშტაბურ პროექტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „არქი გრანდ ავენიუ“ ითვალისწინებს ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას.
„აქ აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, კულტურული და გასართობი ინფრასტრუქტურა. მრავალფუნქციური იქნება ეს სივრცე თავისი დატვირთვით, რაც მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სივრცის სწორად განვითარებისთვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია სატრანსპორტო გვირაბი, რომელიც ამ ტერიტორიას პირდაპირ წერეთლის გამზირთან დააკავშირებს, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტის უზრუნველყოფს ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, გაძლიერებულ ეკონომიკას და ჩვენი დედაქალაქი გადავა განვითარების კიდევ ერთ, მნიშვნელოვან, ძალიან საინტერესო ეტაპზე. მსგავსი პროექტებით შენდება თანამედროვე თბილისი, რომელიც ინარჩუნებს თავის გამორჩეულ იერსახეს და ვითარდება მომავლის ხედვით. მინდა, მადლობა გადავუხადო „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბატონ ილია წულაიას, რომელიც გამოირჩევა ასეთი მასშტაბური პროექტებით, მასშტაბური ხედვებით და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ინვესტორებს, არქიტექტორებსა და მშენებლებს გისურვებთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1791470677
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთ...
1791469309
საზოგადოებააკაკი ალადაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: თუ იქნება სამართლიანი, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული მიდგომა, დადებითი ტენდენციებიც გვექნება ურთიერთობაში
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ქართული მხარე...
1791468879
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პრ...
1791467835
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...
1791467679
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...


























