მარიამ ქვრივიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვილი პროექტები სწრაფად და პროგნოზირებადად ხორციელდება“, - განაცხადა პროექტის არქი გრანდ ავენიუს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება ადგილი, სადაც საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ ოპერირებას კი არ იწყებენ, არამედ გრძელვადიან განვითარებასაც გეგმავენ.
„არქი გრანდ ავენიუ სწორედ ასეთი ნდობის მაგალითია. ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, რეკრეაციულ და საზოგადოებრივ ფუნქციებს, ქმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს და ქალაქის განვითარებას სრულიად ახალ მასშტაბს სძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიული ვაგონთმშენებელი ქარხნის ტერიტორიის თანამედროვე ფუნქციით გაცოცხლება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ განვითარება შესაძლებელია ქალაქის მემკვიდრეობის პატივისცემითაც“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების ინვესტიციებს, თანამედროვე ურბანულ განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
„ბოლო პერიოდში, საქართველოში არაერთი მასშტაბური საინვესტიციო და დეველოპერული პროექტი დაიწყო. თითოეული მათგანი განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ - ისინი ასახავენ იმ ნდობას, რომელიც ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ აქვთ. სწორედ ეს არის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - პოლიტიკის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას ემსახურება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1791470677
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთ...
1791469309
საზოგადოებააკაკი ალადაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: თუ იქნება სამართლიანი, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული მიდგომა, დადებითი ტენდენციებიც გვექნება ურთიერთობაში
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ქართული მხარე...
1791468879
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პრ...
1791467835
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...
1791467679
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...



























