თბილისის მერი „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისში „არქი გრანდ ავენიუზე“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა იწყება.

პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაესწრო და მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „არქი გრანდ ავენიუ“ 21 ჰექტარზე გაშენდება, რაც თბილისისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია.

„თბილისი უძველესი ქალაქია, რომლის ისტორიის ნაწილიც არის უბანი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, თბილისის მომავალი კი გარკვეულწილად, დამოკიდებულია სწორედ ამგვარ პროექტებზე, როგორიც არის „არქი გრანდ ავენიუ“ - ახალი ცენტრი თბილისის გულში. ვფიქრობ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია 21 ჰექტარზე გაშენებული თანამედროვე უბანი, რომელიც დედაქალაქის ურბანულ ცხოვრებას სულ სხვა მასშტაბს შესძენს

. „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ საცხოვრებელ უბანს, არამედ თანამედროვე ცხოვრების წესის დანერგვას, ახალ შესაძლებლობებს და ერთიან სივრცეს ადამიანებისთვის, სადაც ცხოვრება, სწავლა, მუშაობა, სპორტი, გართობა და დასვენება თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო არქიტექტორებისა და ექსპერტების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ორი მილიარდი ლარის ინვესტიციით, შეიქმნება სივრცე, რომელიც თანამედროვე ქალაქის თითქმის ყველა ფუნქციას გააერთიანებს.

„რაც განსაკუთრებით მახარებს, ტერიტორიის 75 პროცენტი გამწვანებასა და რეკრეაციას დაეთმობა - პარკებს, სასეირნო სივრცეებსა და ველობილიკებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სულ მალე აქ აშენდება თბილისში ყველაზე მასშტაბური სპორტდარბაზი, პადელის ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, დასვენებისა და განტვირთვისთვის კი ღია და დახურული აუზები და სპა. სწორედ ასეთ პროექტებს შეუძლია, შეცვალოს ქალაქის განვითარების რიტმი და მომავალში თბილისელების საყვარელ ადგილად იქცეს. იმედი მაქვს, რომ პროექტი, რომელიც დღეს იწყება, წარმატებული იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელ ილია წულაიას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი - „არქი გრანდ ავენიუ“ 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, რომელიც დასასვენებელ და საბავშვო სივრცეებს, ველობილიკებს, სკეიტპარკს და ურბანულ ამფითეატრს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას, პადელის ცენტრს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ფიტნესდარბაზებსა და სპას გააერთიანებს.

უბანში ასევე განთავსდება რესტორნები, გასართობი სივრცეები, სკოლა და საბავშვო ბაღი, დაგეგმილი მიწისქვეშა გვირაბი კი „არქი გრანდ ავენიუს“ წერეთლის გამზირთან რამდენიმე წუთში დააკავშირებს.

პროექტში ინვესტიციის საერთო მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791471649

ახალი ამბები

პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველო-თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე. აკინ გურლეკთან შეხვედრა სამართლის საერთაშორისო სამიტის...

პაატა სალია

1791470677

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791469309

საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: თუ იქნება სამართლიანი, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული მიდგომა, დადებითი ტენდენციებიც გვექნება ურთიერთობაში

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ქართული მხარე...

აკაკი ალადაშვილი

1791468879

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791467835

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...

მარიამ ქვრივიშვილი