ირაკლი კობახიძე: მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სუსის ხელმძღვანელად დანიშვნა, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით, სუსის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სამართალდამცავი უწყების სინერგიული მუშაობა, ერთხმად საქმის კეთება და ამ კუთხით, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს უპრეცედენტოდ ძლიერია სამართალდამცავი უწყებების ერთობლიობა და ეს არის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით, სუსის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გაუმჯობესდება. დღეს, უპრეცედენტოდ ძლიერია ჩვენი სამართალდამცავი უწყებების ერთობლიობა და ეს არის მნიშვნელოვანი, ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით.
ჩვენ დაგვჭირდება ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირება, ეს ეხება ნარკოტიკებს, ორგანიზებულ დანაშაულს, კორუფციულ დანაშაულს. ამ მიმართულებითაც გვჭირდება მომავალშიც აქტიური მუშაობა. ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის აღკვეთაც არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხით ბუნებრივია, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები იქნებიან სრულად კონსოლიდირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1757321803
ახალი ამბებიკახა კალაძე დანაშაულის სტატისტიკის შემცირებაზე: ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან
„ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაუ...
1757320137
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გეკა გელაძეს მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს, ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება
გეკა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ის აქამ...
1757319591
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო 3 თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან გააძევა თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში
ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...
1757317344
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები
საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2026 წელსაც სა...
1757317117
ახალი ამბებიდიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე მარნეულში 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარიშეთანხ...