გივი მიქანაძე: წინა წელთან შედარებით, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, გაზრდილია ახალგაზრდების ინტერესი და ვაკანსიების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პროცესის მნიშვნელობას

„საქართველოს პარლამენტმა წინა მოწვევაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიიღო შესაბამისი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ჩვენ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სტაჟირების სქემა შევიმუშავეთ. ახალი სქემის თანახმად, სტაჟირება ითვლება სტაჟში და არის ანაზღაურებადი. წელს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი კონკურსი გამოვაცხადეთ, რეგისტრაცია 10 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ახალგაზრდების ინტერესი და ვაკანსიების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროცესის მნიშვნელობას. მოვუწოდებ დაინტერესებულ ადამიანებს, რომ დროულად დარეგისტრირდნენ და მიიღონ მონაწილეობა კონკურსში“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სტაჟირება გამოცხადებულია 3 147 ვაკანტურ პოზიციაზე და უახლესი მონაცემების თანახმად, განაცხადი შემოტანილი აქვს 18 800-ზე მეტ ადამიანს.

„აქვე, გაგიზიარებთ უშუალოდ განათლების სამინისტროში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას - 200-მდე პოზიციაზე გამოცხადდა ვაკანსია, როგორც სამინისტროში, ასევე რესურსცენტრებში და სსიპებში. გუშინდელი მდგომარეობით, 36 პოზიცია არის ცენტრალურ აპარატში გამოცხადებული და მიღებული გვაქვს 561 განაცხადი. რესურსცენტრებში გამოცხადებულია 62 პოზიცია და მიღებულია 249 განაცხადი. რაც შეეხება სსიპებს, 97 პოზიციაზე 744 განაცხადია შემოსული,“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრის განცხადებით, გასულ წელს პროგრამაში ჩაერთო ბევრი ახალგაზრდა და სტაჟირების შემდეგ მათ დასაქმების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების და უნარ-ჩვევების განვითარების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ. გივი მიქანაძის თქმით, ინიციატივა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ახალგაზრდების მოზიდვას და მათ ადგილზე დასაქმებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის რეგიონების შემთხვევაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757327773

ახალი ამბები

გეკა გელაძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით...

გეკა გელაძე

1757326846

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, რიცხვებიც ამას ადასტურებს - რამდენიმე წლის წინ, ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, 300 მილიონს უტოლდება

„ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა დააფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ...

მიხეილ სარჯველაძე

1757324687

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობისთვის“ რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი და არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ, ისინი ემზადებიან არჩევნების ჩასაშლელად

„ნაცმოძრაობის“ ძლიერი მხარე თარიღები არ არის. მათი მხრიდან დაანონსებული ბევრი თარიღი გვინახავს და ახლაც იგივე იქნება, 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნებიც მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობაც თავის აზრს გამოხატ...

ლევან მახაშვილი

1757323762

ახალი ამბები

წვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლე...

წვიმიანი ამინდი

1757321803

ახალი ამბები

კახა კალაძე დანაშაულის სტატისტიკის შემცირებაზე: ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

„ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაუ...

 კახა კალაძე