კახა კალაძე დანაშაულის სტატისტიკის შემცირებაზე: ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

„ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაულის სტატისტიკის შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
დედაქალაქის მერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი ამ ყველაფერში. ზოგადად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია.
ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამიტომ, გაგრძელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მუშაობა შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ნარკოტიკების მოხმარება, გასაღება.
ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ის ციფრები, რაც დღევანდელი მონაცემებით გვაქვს, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ნარკოტიკების გასაღება და მოხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დანაშაულთან ბრძოლისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ბოლო თვეების განმავლობაში, შესანიშნავი შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1757320137
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გეკა გელაძეს მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს, ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება
გეკა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ის აქამ...
1757319591
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო 3 თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან გააძევა თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში
ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...
1757318875
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სუსის ხელმძღვანელად დანიშვნა, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით, სუსის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სამართალდამცავი უწყების სინერგიული მუშაობა, ერთხმად საქმის კეთება და ამ კუთხით,...
1757317344
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები
საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2026 წელსაც სა...
1757317117
ახალი ამბებიდიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე მარნეულში 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარიშეთანხ...