ლევან მაჭავარიანი: „ენჯეოებმა“ ქართულ გამჭვირვალობის კანონზეც მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება, ზუსტად იგივე ხდება „ფარაზეც“, რადგან იციან, რომ აბსურდულ მოთხოვნას დაუყენებენ სტრასბურგის სასამართლოს

ქართულ გამჭვირვალობის კანონზეც მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და იქაც არ მოუთხოვიათ კანონის დროებით შეჩერება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, „ფარას“ შემთხვევაშიც იგივე ხდება - „ენჯეოები“ არ ითხოვენ კანონის შეჩერებას, რადგან იციან, რომ ეს მოთხოვნა აბსურდული იქნება.

„ზუსტად იმავეს ვადევნებთ თვალს „ფარას“ კოპირებულ ვარიანტზეც, რადგან წინასწარ იციან, რომ აბსურდულ მოთხოვნას დაუყენებენ სტრასბურგის სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლო იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი მათი ფსევდო ისტერიის, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსაფუძვლოა და არავის უფლებები არ იზღუდება. ერთადერთი რასაც მოითხოვს [კანონი] არის ის, რომ საჯარო გახდეს, თუ რა თანხები ერიცხებათ ამ მდიდარ ენჯეო ორგანიზაციებს და რა თანხებს ხარჯავენ“, - აცხადებს მაჭავარიანი.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი „ფარას“ კანონზე სტრასბურგში დარეგისტრირდა - „ენჯეოები“ კანონის მოქმედების შეჩერებას არ ითხოვენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757327773

ახალი ამბები

გეკა გელაძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით...

გეკა გელაძე

1757326846

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, რიცხვებიც ამას ადასტურებს - რამდენიმე წლის წინ, ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, 300 მილიონს უტოლდება

„ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა დააფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ...

მიხეილ სარჯველაძე

1757324687

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობისთვის“ რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი და არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ, ისინი ემზადებიან არჩევნების ჩასაშლელად

„ნაცმოძრაობის“ ძლიერი მხარე თარიღები არ არის. მათი მხრიდან დაანონსებული ბევრი თარიღი გვინახავს და ახლაც იგივე იქნება, 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნებიც მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობაც თავის აზრს გამოხატ...

ლევან მახაშვილი

1757323762

ახალი ამბები

წვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლე...

წვიმიანი ამინდი

1757321803

ახალი ამბები

კახა კალაძე დანაშაულის სტატისტიკის შემცირებაზე: ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

„ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაუ...

 კახა კალაძე