თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს
ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი, რითაც ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები.
მისივე ცნობით, ჭადრები არ იჭრება და რუსთაველზე უფრო ბევრი ხე დაირგვება.
„უამრავმა ნაცნობმა მომწერა კითხვით: მართლა იჭრება თუ არა რუსთაველის გამზირზე მრავალწლოვანი ჭადრები?
ამ საკითხზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, თუმცა ვისაც არ უნახავს, მათ გასაგონად კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არცერთი ჯანმრთელი მრავალწლოვანი ხე არ მოიჭრება.
ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს.
ასევე, გადაიბელა ტროტუართან ახლოს მდებარე ერთი ხე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უნდა მოიჭრას მიწა. სხვლა-ფორმირების შედეგად ამ ხეს არაფერი ემუქრება. კიდევ ერთი ხე გაისხვლება რუსთაველის გამზირზე ამავე მიზეზით. დანარჩენი ჭადრის ხეები სრულად იქნება შენარჩუნებული.
მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
1785600046
საზოგადოებაზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის ფლოტის პირველი დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha შემოვიდა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შეუდგება დაღრმ...
1785597325
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაცი“ და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, ისეთი სახეები გამოჩნდნენ, კამპანიას „მე მიყვარს საქართველო“ კი არა „ჩემით ყარს საქართველო“ უნდა ერქვას
ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო“ კი არა „ჩემით ყარს საქართველო“ უნდა ერქვას, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში. ხუბუას თქმით, რესტორან „ნინიას ბაღში“ გამ...
1785596948
საზოგადოებაივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის
დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, - აცხადებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე პორტის საზღვაო აკვატორია...
1785595197
საზოგადოებათამარ იოსელიანი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამღრმავებელი გემი, აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, რათა 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომლის განვითარებაც ხორციელდება შესაბამისად წინასწარ დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით“, - აცხ...
1785592607
საზოგადოებაალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს
ნანუკა ჟორჟოლიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მოიწვია ქალები. რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, უბრალოდ წარმოუდგენელია, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ჟორჟოლიანმა...



























