ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვთან. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782708344

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

29 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბათუმში მზიან...

წვიმიანი ამინდი

1782679262

ახალი ამბები

აშშ-ში ტყის ხანძრის ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა, 2 დაშავდა

აშშ-ის ველური ბუნების ხანძრების სამსახურის განცხადებით, კოლორადოსა და იუტას საზღვართან გაჩენილი ტყის ხანძრების ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. „აშშ-ის ველური ბუნების ხანძრების სამსახური...

 ტყის ხანძრის

1782677797

მსოფლიო

ჯანმო: ევროპაში სიცხის ტალღას 1 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. ევროპაში ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად იზრდება. ამჟამად 150 მილიონი ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში ცხოვრობს. ასობით ადამიანი დაი...

ტედროს ადანომი

1782676982

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე: ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის კიდევ ერთი და დიდი გზა

ძალიან ბევრმა ადამიანმა საქებარი სიტყვები გვითხრა, მათ შორის იყო საფრანგეთის კულტურის მინისტრი, იუნესკოს გენერალური დირექტორი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კულტურის მინისტრმა თინათინ რუხა...

თინათინ რუხაძე

1782675620

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზოგადოების პოლარიზებას

„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზო...

მაკა ბოჭორიშვილი