მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზოგადოების პოლარიზებას

„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზოგადოების დაყოფას და პოლარიზებას. ეს ჩანაწერიც სწორედ ამას ნიშნავს“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით „კეთდება არა მხოლოდ განცხადებები, არამედ იდგმება ნაბიჯები და
ვხედავთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისკენ, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან“.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაზე და ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე, რომლებიც აღნიშნული რეზოლუციის მიღებას ასამბლეის დარბაზში უჭერდნენ მხარს.

„ეს არის ის ხალხი, რომელიც პირდაპირ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და ეს იყო ამის დემონსტრირება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, მთელი ეს დოკუმენტი არის საქართველოს სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმა და ყველა ის დებულება, რაც მასშია მოცემული, რეალურად არის ამ ხალხის მიერ დაწერილი და მიწოდებული. ისინი არიან იმ თავდასხმის თანამონაწილენი, რაც ხორციელდება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782668024

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით

„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782665015

მსოფლიო

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...

იტალია

1782662715

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია - „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“. ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვი...

 ცოტნე ანანიძე

1782659493

ახალი ამბები

სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...

საპატრულო პოლიცია

1782659313

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი დასავლური ელიტის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის, ჩვენის დამარცხება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ

„დასავლეთს რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სურდა, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები, სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაცია მოეხდინა, ასევე, წარუმატებელია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინ...

პუტინი